სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    06.03.2017

    თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

    შეგახსენებთ, რომ როგორ საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის დასანანია, თუ რა გადაწყვეტილებისკენ მიდის საკონსტიტუციო კომისია იმ შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება.

    მისი თმით, ნათლად დაფიქსირდა, რომ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე.

    აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

    როგორ აფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისათვის წაყენებულ ულტიმატუმს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თემურ ნანეიშვილი  ფიზიოლოგი):  "ჩემთვის სრულებით გაუგებარია ეს განცხადება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ პრეზიდენტის ქცევაზე იყოს დამოკიდებული კანონის შინაარსი და ცვლილება."

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი):  "საერთოდ, ის, რაც მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, იყო ძალიან დიდი შეცდომა. ქართველმა ხალხმა ის აირჩია ბიძინა ივანიშვილის გამო და როდესაც საზოგადოება არჩევანს აკეთებს, ეს უნდა გააკეთოს მისი საქმიანობიდან, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და არა სხვა ადამიანის.

    "რაც შეეხება არჩევის წესს, ეს დამოკიდებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე. თუ მას ნომინალური უფლებები ექნება, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს პირდაპირი გზით არჩეული. მაგრამ, თუ პრეზიდენტს სერიოზული უფლებამოსილებები ექნება, მაშინ ის ხალხმა უნდა აირჩიოს."

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "მსგავსი მუქარები არ მარტო პოლიტიკური მავნებლობა, არამედ ბავშვური ინფანტილური ქცევაა, რაც აბსულუტურად მიუღებელია ზრდასრული პოლიტიკოსისგან. მე არც პრეზიდენტზე ვარ მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის, მაგრამ ამ განცხადებების ფონზე ვთვლი, რომ აბსოლუტურად არაკორექტულ და არასწორ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს."

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  "ვფიქრობ, არასწორია, მაგრამ პრეზიდენტმაც საკმაოდ არაკორექტული განცხადება გააკეთა. ადამიანები ვართ და პასუხის გაცემისას ალბათ თავი უნდა შეეკავებინა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა პარლამენტის თავმჯდომარე.

    "თუმცა, შესაძლოა პრინციპულადაც არ შეიკავა თავი, რადგან ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter