სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    (12.01.2017)

    ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით გაზპრომის მოთხოვნას დათანხმდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

    "ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად," - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

    "ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," - განაცხადა კალაძემ.

    რამდენად გამართლებულია გაზპრომისგან გაზის სანაცვლოდ ფულის მიღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): რაც მოვისმენეთ, სრული სურათის წარმოსადგენად, არასაკმარისი ინფორმაციაა. კახი კალაძე როგორც ამბობს, ეს მაქსიმუმია, რისი მიღწევაც შეიძლებოდა და ეს ფასი უახლოვდება იმ ღირებულებას, რასაც ის 10% ნიშნავდა ჩვენთვისო. ოპოზიცია ამბობს, პერსპექტივაში ეს წამგებიანიაო. რა გითხრათ, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, ის 10% მიგვეღო. მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ისიც არ ვიცით, დოლარში იხდიან ამ თანხას, ლარში თუ რუბლში. საზოგადოებისთვის არასაკმარისი ინფორმაციაა. ჩვენ დეტალურად გაწერილი უნდა ვიცოდეთ, რას მივიღებთ და პერსპექტივა როგორია.

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): მე ვფიქრობ, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. თუკი სახელმწიფოს სჭირდება, რომ აიღოს ფული, რათა თავისი მოსახლეობა ამ საშინლად ცივ ზამთარში დააკმაყოფილოს, უმჯობესია აიღოს ფული. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.

     

     

     

     ირმა სოხაძე  (მომღერალი): ამ საქმეში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ მე ვფიქრობ, უმჯობესი იყო, გაზი აგვეღო. იმიტომ, რომ იმ ფულით უნდა ვიყიდოთ რაც გვჭირდება და ამ შემთხვევაში, გაზი გვჭირდება ძალიან. რა უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, ალბათ, ეკონომისტებმა უფრო იციან, მაგრამ მე მერჩივნა, მარტივად გაზი მიგვეღო და არა ფული.

     

     

     

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ჩაბარების სიმბოლური აქტი. აქ არც თანხაზეა საუბარი, არც გაზზე, ეს არის უბრალოდ აქტი, რომ საქართველო მიართვეს "დედა რუსეთს".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (14.01.2017)
    konchgita kaladzem is gaaketa, dac jorvilelma aferistma daavala. konchita kaladze magis shniria. exla kidev ragac sisuleleebs prutuneben da urcxvad ityuebian.

    Euroрe   (14.01.2017)
    iranis gazi bleрi iyo.rusebsac da somxebsac otusbiri daujdebodat da ranac irani xdeboda momgebiani motamashe am tranzitis garshemo,rasac surda imas gaaketebda gazis miwodebis sakitxshi.chven ra irantanac chasvrilebi vart gazis sakitxebssdic?,rogorc vizebis shemogebashi chavisvaret.dzalian utvinoebi vart mtavrobebshi shemdzvralebi,eseni qartvelma xalxma airchia?mashin ranic vart,imasac virchevt .....

    M.Z. GB.   (14.01.2017)
    ამ,სატრანზiტო აიrზე მოლაფააკებების სადავეები,ჩვენს ქართული მხარiს ხელში იყო და iმის შნოც არ ეყოთ,საქართველოს ,ქვეყნის,ქართველი ხალხის ინტერესებiს uზენაესობით,გადაეწყვიტათ arsi sakitxisa,მთავრობაშi მოკალათებულ უვიცებს და წარმოიდგინეთ იმ საკითხების წყვეტისას,ნებისმიერ მომლაფარაკებელთან, სადაც ჩვენი ფოზიციები,მართლა "სუსტი იქნება" -ობიექტური მიზეზების თუ ამ "უვარგისთა" მიერ არასწორად და დაგვიანებულად დროში, ან სულაც უმოქმედობისა გამო,როგორ "ჩაისვრებიან" ეს, ჩVენზეედ "ხელისუფალნი".ნებსმიერმა ჭკუათმყოფელმა ქართველმა უწყის,რომ გოდრით ფქვილი უკვე სახლში დაბiნავებული,ამ ფქვილის,ჯერ არ შეძენილის საფასურს, რომელსაც გთავაზობენ, უკვე -შენი- ფქვილის სანაცვლოდ,ჯერად "გადაიწონის,Dა თანაც როცა არ უწყი ხვალ ზეგ ეს ფქვილი რა ეღირება,მეტი თუ ნაკლები.ამის გათვლაs დიდი ჭკუა არ ესაჭიროვება თუ კი მართლა ზრუნავ ქვეYნის,შენი ხალხის ინტერესებისთვის.1о %აირი tranzitidan უკვე დაბინავებული გაქვს,ხალხის გასათბობად საწარმოების და სოციალური საჭიროებისათვის,da ase utavbolod iqcevit.რატომ განაგებთ,ქართველი ხალხის კუთვნილს ასე უნიათოდ.თქვე დალოცვილებო,თუ არ გაქვთ მიწისქვეშა აირსაცავები რუსულ-სომხურ აირსადენის სიახლოვეს დa ver akontrolebt migebuli airis raodenobas, an ამ 1О-% ზე მეტის "ქურდობას" გაბრალებენ,da Tu amis tqmas kadruloben,ამგვარ ხალხთან სულაც შევწყვეტდი მოლაფარაკებებს ამ საკიtხზე rametu მათ სჭირდებად სასიცოცხლოდ ეს აირი და არა ჩვენ,თქვით! ქართველ ხალხს გააგებინეთ ინფორმაციის სისრულე, საჯაროობა, ერთად აზრის გამომუშავება,ამ საკითხში და სულაც ყველაფერში,მოგვცემს ეროვნულად დადებით შედეგს-მხოლოდ!ზოგჯერ ჩემi საკუთარი ფული ისე შემომეხარjება ფუჭად, არასასიცოცხლო საქონლის შეძენით,რომ ვერც ვერკვევი რატომ, და რაში დავხარჯე,და წარმოიდგინეთ ეს მარტო ჩემი კუთვნილი სახსრებshi ver gavrkveulvar და,სახელმწიფოს,ხალხის ნაოფლარის, ukidegano ბიუჯეტში რამდენი უნამუსო ადამიანი "აფათურებს ხელებს",და ყველა ხომ ბიზნესმენ ივანიშვილივით და სფორტსმენ კალაძესავით მდიდარნი ,უანგარონი, da rom სვიხიsi,xalxis kutvnilidan misxalic არა უნდათ,არიან?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter