სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (09.01.2017)

    "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შობას, მამის დასაფლავების დღეს რესტორანში თავს დაესხნენ. აღნიშნული ფაქტის შესახებ გვარამიამ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

    "დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორანში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანე. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - წერს გვარამია.

    აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს რესტორანში ელექტროენერგია გათიშული იყო.

    მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ ამ ფაქტზე პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე დააკავა. იგი გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს.

    გაჩეჩილაძე ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როგორც მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა, იგი ჯერჯერობით მხოლოდ მოწმის სახით გამოკითხეს.

    "არ ვიცი, პირადად იცნობდა თუ არა, მაგრამ გამოსვლისას, როდესაც ტოვებდა ის რესტორანს, მას მოესმა სახელი "გრეჩიხა" და მამამისს რომ ახსენებდნენ, ამის საფუძველზე მივიდა იქ და დაარტყა," - განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძემ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მისი შვილის საქციელი ჩვეულებრივი ემოცია იყო, რომელიც გასულ წლებში მათ ოჯახზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია. მისივე თქმით, რატიმ გვარამიას "პატარა სილა ააწნა".

    "რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა. ნიკა გვარამია ერთ-ერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის. ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის, როცა დაგეგმავ და არა როცა შემთხვევით გადაეყრები.

    "ეს სხვა რამე არის, პატარა სილა ააწნა, ეს ანგარიშსწორება არ არის. ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო დღემდე არ მთავრდება ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა," - აცხადებს გაჩეჩილაძე.

    აღნიშნული თავდასხმის შედეგად, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ რეანიმატოლოგმა განაცხადა, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნება.

    უნდა დაისაჯოს თუ არა ნიკა გვარამიას ცემისთვის რატი გაჩეჩილაძე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ზოგადად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის, სხვა შეფასებას ამ შემთხვევაში მე ვერ მივცემ, მაგრამ, როგორც ჩანს, დაგროვდა ის ბოღმა და ერთმანეთის აუტანლობა, რადგან ამ ქვეყანაში რაღაცები არ მოხდა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ამ ყველაფერს სწორედ ეს იწვევს, თორემ ასე პირდაპირ ასეთ რამეს ვერ გავამართლებ.

    "სამართალდამცავების გადასაწყვეტია, დაიჭერენ თუ არა. ჩვენ გვაქვს კანონი და სწორედ ამის შესაბამისად უნდა იმოქმედონ სამართლადამცავებმა."

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი):  "ძალიან ცუდი ტონია მსგავსი საქციელი. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, სიტყვით ხომ შეიძლება საქმე გაარჩიოს. მე როგორც ეჭვიან ადამიანს, ის ფაქტიც მაფიქრებს - რაღა მაინცდამაინც მაშინ ჩაქრა შუქი, როცა ეს პიროვნება უნდა მისულიყო და ჩაერტყა?!

    "ამ ფაქტს არანაირად არ ვამართლებ, მაგრამ იმის თავი უნდა გქონდეს, რომ კაცურად მიხვიდე და პირში უთხრა ადამიანს, თუ არ მოგწონს მისი საქციელი ან პიროვნება. ბნელში ცემა რა წესია?!

    "არ ვიცი, რამდენად მართალი ვარ, მაგრამ ასეც მგონია, რომ შესაძლოა პერფორმანსული ყოფილიყო. შეიძლება ძალიან ცუდად ვამბობ, მაგრამ ასე მგონია - ეკრანზეც ნორმალურად გამოიყურებოდა, ნაცემს არ ჰგავდა და რა ვიცი..."

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "მე წავიკითხე გვანცა ყუფარაძის ინტერვიუ, რომელიც 4 წელი სრულიად უდანაშაულოდ იჯდა ციხეში "ნაციონალების" დროს და ჩემთვის ნიშანდობლივი აღმოჩნდა მისი შეფასება. მან თქვა, რომ ასეთი რაღაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა.

    "ნებისმიერ შემთხვევაში, მამის დაკრძალვაზე, შობას კაფეში კაცი გალახო ძალიან არაკაცურია. დანარჩენი - რა სასჯელს მიუსჯიან და როგორ მოექცევიან სამართალდამცავები, ეს არ ვიცი. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და ეს ყველაფერი სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (18.01.2017)
    kargad rom ar gaiylisdzira eg pedarasti gvaramia, magistvis namdvilad dasasjelia

    aleqsandre   (10.01.2017)
    არ უნდა ჩაერტყა. ისე გვარამია ყოვრლ წუთს საცემია...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter