სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (30.12.2016)

    "დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის არჩეულია აბსოლუტურად სწორი გზა.

    "რა თქმა უნდა, ამ მიღწევების ჩამოთვლისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენ არჩეული გვაქვს აბსოლუტურად სწორი გზა.

    "ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება და ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ.

    "ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის აბსოლუტურად მატერიალური, რომელიც პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება.

    "ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    როგორ აფასებს საზოგადოება 2016 წელს და რა მოლოდინები აქვთ 2017 წელთან დაკავშირებით, ამ საკითხის გარკვევას "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებისგან შეეცადა.

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): 8 მთავრობა მყავს გამოცვლილი და მინდა დავამგრვალო 10-მდე ავიყვანო. მაინტერესებს, როგორ შევადარებ ერთმანეთს, რომელი უფრო ძლიერი და სუსტი იყო.

    ამათგან, ჯერჯერობით, დადებითად პირველს შევაფასებდი - კომუნისტებს, იმიტომ, რომ დისციპლინა და ქართული კულტურის და ხელოვნების აღზევება მაშინ იყო.

    კი ჰქონდათ, რაღაცეები, რაც არ იყო მისაღები, მაგრამ ძირითადად, ხელოვნებაში რენესანსი მაშინ იყო. უამრავი მაგარი სპკექტაკლები და კონცერტები იმართებოდა. შემდეგ ნელ-ნელა უკან წამოვიდა და ეს არც ბოლო მთვარობამ დააკლო. ამ მთავრობისგან კულტურას, ფაქტობრივად, არანაირი გვერდში დოგმა არ აქვს.

    აქედან გამომდინარე, არც მოლოდინი მაქვს მაინც და მაინც კარგი, ძალიან ცუდი ფონია შექმნილი. ვფიქრობ, არც გასტროლები და არც საიბულეო კონცერტები იქნება.

    აყველას ჰგონია, რომ სალაროებში უნდა გაიყიდოს ბილეთები, მაგრამ ისეთ ქვეყანში, როგორიც საქართველოა, როცა სუყველას ძალიან უჭირს, არ შეიძლება სალაროში გაიყიდოს ბილეთები. ეს უნდა დაფინანსდეს, შეძლებისდაგვარად, კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის მიერ. უნდა გაიხსენონ ის ხელოვანი ხალხი, რომლებიც არსებობნენ.

     გია როინიშვილი (მსახიობი): ძალიან ცუდი წელი იყო, არჩევნები ჩატარდა და გაყალბდა მასიურად. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუეს. სამწუხაროდ 2017 წელიც საკმაოდ რთული და კიდევ უფრო უარესი იქნება.

     

     

     

     

     გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): ძალიან რთული წელიწადი იყო, ამიტომ ახლა მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი ჩვენზეც არის დამოკიდებული.

     

     

     

     

     ირმა სოხაძე  (მომღერალი): 2016 წელს შევაფასებდი პრინციპში დადებითად, იდეალური და გადასარევი მსოფლიოში არ ყოფილა და გამონაკლისი ამ მხრივ, არც საქართველო აღმოჩნდა.

    საინტერესო რაღაცეები მოხდა, თუნცა ის, რომ არჩევნები შედარებით პროგრესულმა ძალამ გაიმარჯვა ისევ. მაგრამ 2017 წლის ცოტა არ იყოს, რაღაც შიში მაქვს. ჯერჯერობით კარგი პირი არ უჩანს, ასე ახალი წლის დაწყება ნამდვილად არ არის კარგი.

    პრემიერი დაგვპირდა, რომ მაგარი წელი იქნებოდა. ეს სიმაგრე რაში გამოახატება, მალე ვნახავთ. ჯერჯერობით მაგრად ვხვდები, როგორც მოქალაქე, ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ამდენი უმუშევარი და კიდევ ამას სხვებიც შეემატებიან, ეს უკვე მაგარი ვერ არის.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    lali   (04.01.2017)
    ar momkla am qalis ambiciebma?! thavi sazogado mogvawe rom gonia!!

    ლი   (02.01.2017)
    ირმა, (ქალბატონის გარეშე), მართლა გგონია, რომ ნაცები პროგრესულმა ძალამ შესცვალა, არა გრცხვენია?????? თუმცა ე. წ. ელიტამ, ფულზე დახარბებულმა ვაი ტიპებმა ვერ აიტანეთ ქვეყნის მშენებლობა, ვერ აიტანეთ მიშა, დითირამბებს, რომ არ გიმღეროდათ და ყველას თქვენი ადგილი მიგიჩინათ, თქვენი ადგილი წარსულშია, დაგვანებეთ თავი, არ გჭირდბა თქვენი უტვინო აზრების მოსმენა!!!!! სხვათაშორის ქალიშვილიც მაგრად დაგემსგავსა, მას არაფერი საერთო არა აქვს ჭეშმარიტ ჟურნალისტიკასთან!

    ზურაბ ბეჟანიშვილი (ისტორიისა და საზოგ.მცოდ.სპ   (31.12.2016)
    ვერ გადაეჩვივნენ ქართველები სიტყვების რახარუხს-ძალიან მაგარი,უძლიერესი,ულამაზესი,უბრწყინვალესი...იმპორტზე ვართ დამოკიგებული..3500000 -დან 1200000 სოციალურად დაუცველია ანუ არ აქვს საკვები...იყი ეკონომიკის მინისტრი და ვერაფერი ვერ შეძლო....გაურკვეველია რას ნიშნავს "ძალიან მაგარი"როცა არაფერი არ გაგაჩნია...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter