სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    27.12.2016

    საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის განცხადების პროექტი სახელწოდებით, "ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით" ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად წარადგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც კამათის თემა კიდევ ერთხელ გახდა.

    დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დაინტერესდა, ევროპის რომელიმე ქვეყნის პარლამენტს მსგავსი შინაარსის რეზოლუცია ან განცხადება აქვს თუ არა მიღებული, რაზეც უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განმარტა, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით ყველა წამყვანმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

    წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემაზე საკუთარი პოზიცია საქართველომაც უნდა გამოხატოს.

    ბიუროს სხდომაზე გამართული დისკუსიისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას პროვოკაციული უწოდა.

    ინაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტის მიღება რუსეთის "წისქვილზე ასხამს წყალს" და ხელ-ფეხს უხსნის მას, განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

    ინაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ აღნიშნული პროექტის შეთავაზებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დირექტივა რუსეთის სპეცსამსახურებიდან ჰქონდეს მიღებული.

    "საქართველო არ უნდა იჭრებოდეს ისეთ სფეროში, რითაც ამ რეზოლუციის პროექტით იჭრება", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

    კამათის დასასრულს გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგად პარლამენტის ბიურომ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირა. ამასთან, რეზოლუციის პროექტი უკვე პარლამენტის დღის წესრიგშია და მას მოუწევს "ნაციონალური მოძრაობის" პროექტზე ჩვეულებრივი განხილვის რეჟიმში მსჯელობა.

    უნდა დაეხმაროს თუ არა საქართველო სირიას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გოგი თორაძე (რეჟისორი): "ეს ის მდგომარეობაა, რომელშიც არ იცი, თავად როდის ჩავარდები. ამიტომ, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ჩვენც ვიყავით 2008 წელს იგივე გასაჭირში და როდესაც ადამიანებს უჭირთ, აუცილებლად უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი."

     

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ჰუმანიტარული პოზიციებიდან გამომდინარე, საქართველო უნდა დაეხმაროს. იმიტომ, რომ იქ სრულიად უდანაშაულო ბავშვები იღუპებიან, შიმშილობაა და ყველაფერი უბედურება ხდება."

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მისია და საქართველოს თუ რამე შესაძლებლობა აქვს, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, უნდა დაეხმაროს."

     

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): "გააჩნია, რა დახმარებაზეა საუბარი. თუ საქმე ჰუმანიტარულ დახმარებას ეხება, ეს მისაღებია და სასურველიც, რომ გავუგზავნოთ."

     

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "ჰუმანიტარული დახმარება აუცილებლად უნდა გავუგზავნოთ და რაც შეიძლება მალე. ექიმების გაგზავნაც მისაღებია. თუმცა, რაც შეეხება ლტოლვილების მიღებას, ამის რა მოგახსენოთ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (27.12.2016)
    skutar ers daexmaret tqve ubadruzkebo, sakutars. 2008 cels saqartvelos ki ar daexmarnen, aramed, jer daacades rusets moecyo etnocmenda, shemdeg oficialurad mietaca teritoriebi da amis mere, rac saerto miznebi aixdines da ltolvilebi mat qvey<nebs ar miscydomoda, adgnen da kapikepi mouyares, risis Didi nacili, tavad da mat mier lobirebulma sadisturma rejimma sheityapuna.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter