სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (24.12.2016)

    "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კვლავ ნებათაღელვაა - თანაპარტიელები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი მომხრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის გადაყენებას, 20 იანვარს გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, პარტიის დაშლის საფუძველიც გახდება. ყოველ შემთხვევაში ამ საშიშროებაზე თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც საუბრობენ.

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას", - ამის შესახებ პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

    დარჩიაშვილი ეხმაურება თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა.

    "ტარას ბულბა გახსოვთ? დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)", - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

    "შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

    როგორ აფასებთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირსპირება არ არის. უბრალოდ ასე ჩანს, ეს ყველაფერი საჩვენებლად არის გაკეთებული, რომ ვითომ დასუსტდნენ. მე მგონი როგორც ყოველთვის კვალივინდებურად გააგრძელებენ ოპონირებას.

    "საერთოდ, პოლიტიკაში, როგორც წესი, ძალიან ძნელია რაღაცის პროგნოზირება, მაგრამ ვფიქრობ ძლიერები გაიმარჯვებენ. "ნაციონალებში" კი ერთიანი გუნდი გაიმარჯვებს."

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ გუნდში, რომელიც ნელნელა იშლება, აზრთა დაპირსიპირება ყოველთვის მოსალოდნელია, მითუმეტეს თუ ეს ხდება ცვლილებების ფონზე. ამიტომ ეს გაგრძელდება მომავალ წელსაც, რის შედეგადაცა "ნაციონალებში" გამოიკვეთება ვინ არის საშინაო და საგარეო ლიდერი და მოხდება ახალი ჯგუფების, შიდა ფრაქციების ჩამოყალიბება. ეს აუცილებელიც არის, რადგან ეს გუნდი დამარცხდა არჩევნებში და მას ტრანსფორმაცია სჭირდება.

    "სააკაშვილის გუნდს გამარჯვების ნაკლები შანსები აქვს. მისთვის საერთოდ უმძიმესი წელიწადი მოდის და უნდა იყოს ძალიან ფრთხილად - შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან მაღალია. მათი წარმატების შანსი მინუმუმდეა დაყვანილი. წარმატების შესაძლებლობა უფრო მეორე მხარეს გადაიხრება."

     ზურა ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "ერთმანეთის კინკლაობაში უაზროდ დროს კარგავენ. შაჰა-ბასმა თქვა კარგი რამე - ქართველებს ერთმანეთი რომ უყვარდეთო, მათი მომრევი მსოფლიოში არავინ არ არისო.

    "მემგონი აი, ამ კინკლაობას ჯობია ყველამ თავის საქმე აკეთოს და ხალხის სიყვარულს მიხედონ და არა სკამებს. კინკლაობით არაფერი კეთდება."

     ნიკუშა შენგელაია მხატვარი):  "ნაციონალური მოძრაობა" რაც დავამარცხეთ, იმის შემდეგ აღარ მაინტერესებს. რაც უნდათ ის უქნიათ. არ მაინტერსებს მათი პოლიტიკური ბედი, მაგათზე ინფორმაციას აღარ ვუსმენ. საერთოდ, ზნედაცემული ადამიანები არ მაინტერესებს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (8)
    ჩაწერა სახელი
    ალექსანდრე   (10.01.2017)
    უკეთესი იქნება თუ საერთოდ გაქრებიან. ნაცები წარსულია.ვინც მათ მისტირის ყველა მეცოდება.

    zaza   (07.01.2017)
    ღირსეული შენგელაიების ღირსეული შთამომავალი. მეტ....რაკე

    lali   (04.01.2017)
    vaaax, nikushs ra "magari" xar!

    C. shengelia   (04.01.2017)
    shenze znedacemuli bevri geguleba?!

    გოჩა   (03.01.2017)
    ნიკუშ წადი რა ახალი დოზა გაიჩხირე

    ლი   (02.01.2017)
    გამწარებულო ადამიანებო, რომლებიც ბოღმოთ და შურით ხართ აღსავსე, ძალიან მეცოდებით, ნიკუშასი არ იყვეს, ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია, სარგებლობს სახელოვანი მშობლების სახელით და ასე გააქვს ცხოვრებაში ლელო, რა თქმა უნდა ვერ აიტანდით მიშას, ამ ზებუნებრივი გონებით და ენერგიით გამორჩეულ, ქარიზმატულ პიროვნებას, რომლის გვერდით თქვენნაირები სრული არარაობებად გამოიყურებოდით, ამიტომ იყო ერთიანად აღსდექით, გაჩეჩილაძე წმინდა გიორგის შეადარეთ და მისი მსგავსი მექრთამეების ფულზე გაყიდულების, არაფრის შემძლე ვაი სუბიექტების გვერდით დადექით. მეცოდება ერთ-ერთი კომენტარის ავტორიც, გაბოროტებული კრიმინალური მენტალიტეტის კაცი, ვინმე- გიორგი, თვითონაც რომ ვერ ხვდება რას ბჟუტურებს ეგ საცოდავი.

    giorgi   (30.12.2016)
    is yleta beladi rac gaiqca, imis mere pitalo bokerias gauchnda azri sataveshi chaudges sadist-sodomistebis xrovas da yleta belads amaszeb tavshi fagarati eketeba, "eg xrova me vimshobiare mas shemdeg, rac sorosma damamaka"-o.

    ზურაბ ბეჟანიშვილი (ისტორიისა და საზოგ.მცოდ.სპ   (25.12.2016)
    სააკაშვილის სამშობლოდან განდევნის შემდგომ,ნაციონალური მოძრაობის მმართველი რგოლი ცდილობს შემოიფარდლოს საპარლამენტო მუშაობით(სადაც ვერაფერს მიაღწევს სიმცირის გამო) და უარი თქვას აქტიურ პოლიტიკურ მუშაობაზე.მეორე ტურში მონაწილეობა იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter