სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (23.12.2016)

    პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული საკონსტიტუციო კომისია მუშაობას იწყებს და სავარაუდოდ პირველი სხდომასაც ამ დღებში გამართვანენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდიინარაძის თქმით, აპირებენ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოებისათვის ცნობილი გახადონ.

    მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნით კვოტებიც გაიზარდა.

    "ამ დღეებში ვაპირებთ, რომ კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით საკითხი საზოგადოებისათვის ცნობილი გავხადოთ. ძირითადად კომისიაში მოიაზრებიან იურისტები, პარლამენტის თანამდებობის პირები, რომელთა აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოპოზიციიდან ველოდებით შემადგენლობის წარმოდგენას. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და კვოტები გაიზარდა", - განაცხადა მდინარაძემ.

    პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას თქმით, კი ხელისუფლებას სურს საკონსტიტუციო კომისია გამოიყენოს როგორც ლეღვის ფოთოლი.

    როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით და რეალურ ცვლილებებზე საკონსტიტუციო კომისია არ იმუშავებს.

    კუკავა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც აპირებენ საკონსტიტუციო კომისიაში მიიღონ მონაწილეობა, ბოიკოტი გამოუცხადონ და შეიქმნას ალტერნატიული საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

    რა მოლოდინი გაქვთ პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): არაფერი მოლოდინი არ მაქვს. საქართველოში ერთი პარტია წყვიტავს ყველაფერს და ესეც "ქართული ოცნების" მიერ გააზრებული კონსტიტუცია იქნება და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. არავითარ სახალხო კონსტიტუციას არ მივიღებთ. ესენი არავის უსმენენ და არც მერე მოუსმენენ. აი ეს არის საშინელი, საკონსტიტუციო უმრავლესობა უმეცრების ხელშია.

     

     

     გია ბუღაძე (მხატვარი):  არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, ყოველთვის, სერიოზულ პრობლემებში ვიქნებით. ქვეყანაში ისეთი არაფერი ხდება, რომ მე უკეთესის მოლოდინი მქონდეს. ვითომ გახსნილები არიან, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი კაცის სურვილით გადაწყდება ყველაფერი.

     

     

     

     

     ზურა ხაჩიძე  (მომღერალი): ჩემი აზრით, რამდენიმე პროფესიონალი გუნდი უნდა შეიქმნას კომისიის სახით და საზოგადოებასთან ერთად კონსოლიდაციით უნდა იქნას მიღებული საქართველოს კონსტიტუცია.

    არ შეიძლება ხელაღებით, მთავრობის შეცვლის პარალელურად იცვლებოდეს საქართველოს მთავარი კანონმდებლობა. კონსიტიტუციის ხშირი ცვლილება ქვეყნის სტრატეგიისთვისაც ძალიან ცუდია. ძალიან ფრთხილად პროფესიონალ ხალხთან ერთად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, შეიქმნას, რაღაც გუნდი და აუცილებლად უნდა იქნას ხალხის აზრი გათვალისწინებული.

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): წარმოდგენა არ მაქვს რა ცვლილებები იქნება, თუმცა მთავარია ყველაფერი შესრულდეს, კანონი კანონობდეს. ყველა კანონი კაია, იმიტომ, რომ აპრობირებულია. მთავარია პოლიტიკური ნება იყოს, რომ ყელაფერი გაკეთდეს. მაშინ ყოველგვარი კანონი მოერგება და იქნებ სიტუაციაც გამოსწორდეს.

    რაც შეეხება პარლამენტის თბილისში გადმოტანას, ვფიქრობ, ეს სწორი იქნება, იმიტომ, როგორც ვიცი, ძვირი ჯდება პარლამენტის იქ ყოფნა. არ მესმის რა საჭიროა პარლამენტის ყოფნა დედაქალაქისგან 200 კილომეტრით შორს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter