სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    (22.12.2016)

    ლარის კურსის დაცემისა და მძიმე სოცლიალურ-ეკონომი კური პროცესების ფონზე, ბიძინა ივანიშვილისგან ჩამიჩუმი არ ისმის. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ყოფილი პრემიერი ადრე საკმაოდ აქტიურად კომენტირებდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის ჟურნალისტურ სტანდარტებს.

    საინტერესოა, როდის გამოჩნდება საზოგადოებაში ის და რატომ არ აკეთებს შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე?

    ასევე საინტერესოა, აპირებს თუ არა ქვეყნის მართვაში ჩარევას, თუნდაც ლარის კურსის დასტაბილურების მცდელობის მიზნით.

    შეგახსნებეთ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილი პრემიერი ამბობდა: "თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავრუნდებიო."

    როგორ ფიქრობთ, უნდა ჩაერთოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  ივანიშვილი პოლიტიკიდან არც წასულა. ის ისევ პოლიტიკაშია და ახლა რომ გამოჩნდეს და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, ეს არც არაფერს შეცვლის. იქ ბევრი სხვა რამეა შესაცვლელი საიმისოდ, რომ ეკონომიკური სიტუაცია უკეთესობისკენ შებრუნდეს.

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ამ პრობლემას რამდენად უშველის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არ ვიცი. იმიტომ, რომ მთავარი საკადრო პოლიტიკაა. მე არ მგონია, რომ ეს ივანიშვილის გვერდის ავლით ხდებოდეს და თუ მიუხედავად მისი ჩარევისა, მაინც ეს შედეგი გვაქვს. არ ვიცი, მისი გამოჩენა რას უშველის. თუ ის არ არის ისე აქტიურად ჩარეული, მაშინ შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს კიდეც, ბოლოს და ბოლოს ბიზნესმენია კაცი. თუმცა, კიდევ აღვნიშნავ, რომ მე არ ვიცი, რამდენად ჩარეულია საკადრო პოლიტიკაში.

     

     

     ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): მდგომარეობა რომ რთულია, ამას მტკიცება და არგუმენტი არ სჭირდება. სიტუაცია ისეთია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნება, ფაქტობრივად არაფერს შეცვლის. თვითონ ხელისუფლება ოპტიმისტურ პროგნიოზს ვერ იძლევა და თუ თვითონ ეს არ შეიცვალა, სხვა გამოსავალი არ იქნება. აი, ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ და კარგი იქნება, თუ ამას ისევ ივანიშვილი განახორციელებს. კვირიკაშვილისადმი კი არის კეთილგანწყობა, მაგრამ აღქმა, რომ ის წვეტს ქვეყანაში რამეს, საზოგადოებაში არ არის.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მთავრობის პოლიტიკა ამ წუთას ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მკაფიოდ არ არის ნათქვამი, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და თუ ამას ხელისუფლება არ მიხედავს, მოჰყვება საზოგადოებვრივი რეაგრება, სოციალური ბუნტის სახით. ეს რომ თვიდან ავიცილოთ, რასაკვირველია, სასურველი იქნება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    li   (29.01.2017)
    კარგო ალექსანდრე!!!!! რომელმა ქართველმა ხალხმა, ძილ-ბურანში, რომ არიან გადასულები და ფიქრის და განსჯისთვის არ სცალიათ???????????

    ალექსანდრე   (10.01.2017)
    ნაქებმა ძაღლმა ნიახურზე გადაა....ო.ისე ემართება ბ–ნ ბიძინას.ეს ხელისუფლება ანუ ბიძინიჩები თავისი ბიძინათი დროზე უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter