სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    16.12.2016

    პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

    დებულებას მხარი 96 ხმით დაუჭირეს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, პირველ სხდომას სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გამართავს. კომისია იმავე ფორმატის იქნება, რა ფორმატითაც ის სამი წლის წინ შეიქმნა. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა უარი განუცხადა პრეზიდენტის შეთავაზებას თანათავჯდომარეობასთან დაკავშრირებით, რის შემდეგაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი და არც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი არ იქნებიან ჩართულები.

    კომისია 60 წევრისგან დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში, როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმოდგენლები, ასევე, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები შევლენ.

    გამართლებულია თუ არა პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე  (ფერმწერი): რაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ამას არავითარი აზრი არ აქვს. ის სრულიად იგნორირებულია ქვეყანაში. შეზღუდულია მისი ფუნქციები, თავად პრეზიდენტიც დიდი აქტივობით ვერ გამოირჩევა, ძალიან მძიმედ აქვს საქმე და ახლა არავითარი აზრი არ აქვს, ბოკოტზე წავა თუ არა. ის ორი ადგილიც კი, რომელიც პრეზიდენტის წარმომადგენლებისთვის გამოყვეს, სამარცხვინო და დამცინავია.

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  ჩემი აზრით, მისი ბოიკოტი არ არის გამართლებული. იმიტომ, რომ თუ ქვეყნის სახელით დადის შეხვედრებზე და ღებულობს უმაღლესი რანგის სტუმრებს, ე.ი. თავს გრძნობს ერთ-ერთ პირველ პირად და თუ ქვეყნის კონსტიტუციის მიღებაზეა საუბარი, მაშინ ქვეყნის პირველმა პირმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი):  მე ვერ გავერკვიე პრეზიდენტის პოზიციაში. იმიტომ, რომ მას იურიდიულად არანაირი შეხება არ აქვს ამ თემასთან. საკანონმდებლო ნიციატივის უფლებაც კი არ აქვს, ანუ მისი მონაწილეობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური. მას გადაწვეტილების მიღება არ შეუძლია და ის კომისიაში იქნება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. ვერ ვხვდები, ამით რა შეიცვლება? პიარის თვალსაზირისით ალბათ რამის მომტანი იყო მისთვის, თორემ, მისი ცართულობა საქმისთვის არაფრის მომტანია.

     

     

     გია ანჩბაძე (ისტორიკოსი):  ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იყოს. ბოიკოტი ასეთ უმაღლეს პირებს შორის დაუშვებელია და ქვეყანაში გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს. რაღაც შეხების წერტილი უნდა ნახონ და შეძლონ ერთად მუშოაობა. ვფიქრობ, რაიმე ალტერნატიული შეთავაზება უნდა გაკეთდეს და საბოლოოდ, მათ შორის შეთანხმება შედგეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (16.12.2016)
    ra gaugebroba unda gamoicvios batono gia anchabadze, im pirovnebis boikotma, romelic pirvel rigshi arakacia da tavisi gadanafurtxi aloka. magas prezidentad arcerti normaluri adamiani ar agiqvams. tipiuri soroseli virtxaa, romelic unitazivit daamontajes mag adgilze, mere axrialda da tavi petres tadzris gumbati hgonia. ise ki aris ivanishvili gasacixli, magis motrevisatvis. saqartveloshi adamianebi amocydnen, Rom es goneba chlungi shardshi dampali shibaqi ar moetria? shvilebic rom taviant pitalo mamas daemsgavsnen, egec didi ubedurebaa. me tu mkitxavt, eg siri tavis xrovianad sanexveze arian gadasayreli, magram ar hyavs mag qveyanas patroni.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter