სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    (15.12.2016)

    ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ხალხი კი გაურკვევლობაშია. ათასობით ადამიანს სესხი დოლარში აქვს აღებული, რის გამოც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გარდა ამისა, ყოველდღიურად იმატებს ფასები მედიკამენტებზე, საკვებსა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

    მიუხედავად ამისა, სახელისუფლებო გუნდში ლარის გაუფასურებაში "პოზიტიურ ფაქტორებს" ხედავენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

    "ლარის დევალვაციამ ჩვენ რამდენიმე პოზიტიური ფაქტორი მოგვცა, ეს არის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, შენარჩუნდა გზავნილების ლარში გამოსახული ღირებულება და საგარეო ბუფერები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების სტრატეგია უნდა იყოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებლების გაუმჯობესება, საგადასახადო ბალანსის დეფიციტის გაუმჯობესება, სამომხმარებლო ფასების ზომიერი ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების პირობებში და ვფიქრობ, აღნიშნული ამოცანის გადაჭრას სრულად პასუხობს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

    ამჩნევთ თუ არა რაიმე პოზიტივს ლარის გაუფასურებაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     მიხელ ცაგარელი (ასტროლოგი):  თუ თავად პოზიტივს ხედავენ, მაშინ მეც დამანახონ. მე ერთი ვიცი, რომ ჩვენ წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს. ეს დაახლოებით 12 აპრილამდე გასტანს. ამ დროს ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ მთავრობა ძალიან დიდი შეცდომებს დაუშვებს. ის დაკავებული იქნება საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით, მიიღებს არასწორ გადაწვეტილებებს და არაპოპულარულ კანონებს, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევს. ასევე, არასამათავრობოების და სხვა ჯგუფების გააქტიურებას. მოადუნებენ ყურადღეებას და დაავიწყდებათ, რომ გამოჩდებიან ახალი ლიდერები. წლის მეორე ნახევარში ამ მთავრობის ბევრ წარმომადგენელს მოუხდება თანამდებობის დატოვება სწორედ ახლა დაშვებული შეცდომების შედეგად.

    მე "ქაერთულ ოცნებას" ადრევე ვუთხარი, რომ სულ 9 წელი აქვთ, აქედან 5 დარჩათ და თუ ასე გააგრძელეს, ეს ჯგუფი დაიშლება ისევე, როგორც "ნაცმოძრაობა". არ მაინტერესებს, რა ხდება სხვა ქვეყანაში, მე ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში ხდება კატასტროფა და ეს მთავრობა დაშორდა ხალხს. ამიტომ, ვურჩევ, რომ 12 აპრილამდე არ მიიღონ ისეთი გადაწვეტილებები, რომელიც ბოლოს მოუღებს. ამის ალბათობა ძალიან დიდია.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  მე არ ვარ ეკონომისტი, რომ ამ პოზიტივის შესახებ რამე ვიცოდე. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც კი ვიცნობ, ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა და რაც უფრო უფასურდება, მით უფრო ცუდად მიდის საქმე. იმედი მაქვს, რომ ფიანანსისტებმა უკეთ იციან და იქნებ რამე მოახერხონ, თორემ ჩვენთვის ჯერ-ჯერობით ამაში არავითარი პოზიტივი არ არის.

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ლარის გაუფასურებაში ვერანაირ პოზიტივს ვერ ვხდავ. ძალიან მეუცნაურება ეს კითხვა, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ამაში რაიმე პოზიტიურია. ვერ ვამჩნევ და ვერც ვერასდროს შევამჩნევ.

     

     

     

     

     იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): აინტერესო კითხვაა. ვინ თქვა, რომ რაიმე პოზიტი უნდა შევამჩნიოთ ლარის გაუფასურებაში, როცა ეს ყველას გვეხება და მოქმედებს საკვები პროდუქტების ფასების ზრდაზე და ა.შ.? ვერანაირ პოზიტივს ვერ ვხედავ. ეკონომიკას, როგორც ჩანს, თავის კანონები აქვს და კოვზანაძეს სხვა თვალთახედვა აქვს, რადგან მის მეტი ვერავინ ამჩნევს. იქნებ გაგვიზიაროს, რაში ხედავს პოზიტივს.

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):  გაუფასურებაში რა პოზიტივი უნდა შევამჩნიო, ვერ გეტყვით. თუ რაიმე პოზიტივი აქვს ამ ფაქტს, მაშინ აგვიხსნას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ და იქნებ, ჩვენც დავინახოთ. ერთადერთი, რასაც მე ვამჩნევ, დოლართან და ევროსთან რაც ლარს ემართება, ამის ფონზე, ფასები ჯერ-ჯერობით მკვეთრად არ გაზრდილა. ალბათ, პოზიტივი ეს არის, რომ უფრო უარესი არ მოხდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    li   (19.12.2016)
    ის ჩმორები, რომლებმაც აღტაცებით მისცეს ხმა ქოცებს, ღირსნი არიან რაც ხდება!!! მაგრამ ჩვენ რა ვქნათ ჩვენ, ამ დებილების ხელში!

    giorgi   (15.12.2016)
    ivanishviloooo, tavi gamoyavi mag shushabandirebuli unitazidan. moashore sheni motreuli curbelebi, daabrune datacebul-gaflanguli tanxebi, sheeshvi xalxis dzacvas da haikakanas msgavsad, gadashendi saqartvelodan.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter