სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    13.12.2016

    საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, პარლამენტის თავჯდომარის მხრიდან შეთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

    "საქართველოს კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადების წესი.

    "შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია თავისი არსით არის პოლიტიკური ინიციატივა, რომელშიც ერთიანდებიან პოლიტიკური სუბიექტები, პროფესიული წრეები კონკრეტული მიზნის გადასაწყვეტად. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს, ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის, მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსენსუსის უზრუნველყოფა.

    "საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ ვფიქრობ, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლმენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის, სამი წლის წინანდელი მოდელის გათვალისწინებით შეიქმნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას თანათავჯდომარეობის შესახებ უარი ეთქვა.

    დააკნინებს თუ არა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, მასში პრეზიდენტის არ მონაწილეობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ლია მუხაშავრია (იურისტი):  საკონსტიტუციო კომისიაში არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში და მის გარეთ არსებული ყველა პოლიტიკური ძალა და დაინტერესებული ჯგუფი.

    კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ ძალიან მყარად იდგეს დიდი ხნის განმავლობაში, აღარ დაჭირდეს შეცვლა. ამიტომ აბსოლიტურად მიუღებელია, ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს, ხელისუფლება ატარებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. ასეთი წესით და პროცედურებით მიღებული ცვლილებები ძალიან მალე, თავიდან მოითხოვს ახალ ცვლილებების საჭიროებას.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია, პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია, რომ სრულიად უარი თქვეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე. ბოლოს და ბოლოს პრემიერმაც, პრეზიდენტმაც და პარლამენტის თავჯდომარემაც, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა, უნდა დაამთავროს ბუტიაობა, რადაგან საქმე ქვეყანას ეხება. ასეთ დროს კი, ვინ იქნება თავჯდომარე და ვინ თანათავჯდომარე, ამაზე არ უნდა იყოს მთავარი აქცენტი გადატანილი, არამედ იმაზე, რომ ყველა მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ კომისიის მუშაობაში, რათა ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს ეკადრება.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): საერთოდ არ მესმის ასეთი ამბები რატომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ცვლილების მიმღები მაინც პარლამენტია და რაც არ უნდა შესწორება მიიტანოს პრეზიდენტმა, გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი იღებს და არ მესმის სად იქნება პრეზიდენტი.

    ვერ ვხედავ ამას რა მნიშვნელბა აქვს, რას იზამდა პრეზიდენტი კომისიაში ყოფნით. მის წარმომადგენლებს შეეძლოთ კომისიაში ყოფნა და პროცესებზე დაკვირვება თუ აინტერსებთ, როგორ წარმიმართებოდა ის, შეცვლით კი მაინც ვერაფერს შეცვლიდა პრეზიდენტის ყოფნა არ ყოფნა, ამიტომ მისი სურვილი გაუგებარია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    თამარა   (13.12.2016)
    აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია; სამწუხაროა, თუ ეს ერთი-ერთშია პრეზიდენტის პოზიცია. პარლამენტი არის კანონშემოქმედებითი ორგანო და არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ან თავად პრეზიდენტი, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც კი აღარ აქვს. კომისიის მუშაობის ფორმატი აბსოლიტურად გამართულია და პრეზიდენტის წარმომადგენლებიცაა გათვალისწინებული შესაბამის დებულებაში. თუ თავად უნდოდა პრეზიდენტს მონაწილეობის მიღება, არც ესაა პრობლემა, ერთ-ერთ კანდიდატურად წარედგინა თავი. ეს ყველაფერი სიჯიუტეს უფრო გავს, ვიდრე კონსტრუქციოლობას

    giorgi   (13.12.2016)
    piriqit, mag moarul leshs da misair siristia nanuashvils, saertod tu axlos ar gaakareben, uagresad kargi iqneba. jer erti, mar-gvela xalxis archeuli araa, aramed bidzos mier yurit motreulia da yvelas kargad axsovs, rogor dacancalebda bidzo da xalxs exveceboda, xma miecat mag jloyvistvis. mere rac ikadra da tavis gadanafurtxi, rogor aloka, mtelma qveyanam kargad dainaxa. ara da tavis dros, eg chlungi, cviriani dadioda da ubnis katebi ashardavdnen. bidzos gareshe, magas bozi chinchloc ki ar miscemda. exla roca, xalxi shimshilobs, eg da atas palossze gadamxtari bozi chinchlo milionebs flangaven tavis shantrabastan ertad, romlebic vashingtonis sodomisturi rejimis mier imartebian


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter