სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვახტანგ შამუგია
    12.12.2016

    11 დეკემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მიერ რუსთაველის პროსპექტზე აქცია გაიმართა. ისინი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას ითხოვდნენ. ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც იყვნენ მობილიზებული.

    დემონსტრაციის მონაწილეებმა სამანქანო გზის გადაკეტვა დააპირეს, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.

    რამდენად გამართლებული იყო პოლიციის მხრიდან აქციაზე ძალის გამოყენება და რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდა ის? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ჩემი აზრით, ძალის გამოყენება სამართალდამცველების მხრიდან პირდაპირპროპორციული იყო იმ ქმედებისა, რასაც ისინი რუსთაველის გამზირზე ჩადიოდნენ. ვიღაცას მარიხუანას მოწევა უნდა, ვიღაცა კი ავადმყოფია და მას სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება სჭირდება. რატომ უნდა გადაიკეტოს ამის გამო მთავარი გამზირი?

    "ვფიქრობ, სასჯელის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების მოხმარებაზე აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს, ქვეყანაში გაცილებით მეტი პრობლემებია - ეკონომიკა კოლაფსშია, ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, დემოგრაფია განადგურებულია და ახლა ზოგიერთები მარიხუანას დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციას მოითხოვენ. ჩემი აზრით, ესენი გზას აცდენილი ადამიანები არიან."

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "რამდენადაც ტელევიზიით ვნახე, აქციაზე სამართალდამცველებმა არა მხოლოდ დააკავეს მისი მონაწილეები, არამედ იყო გარკვეული ძალადობის ფაქტებიც, რაც, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა ძალის გადამეტება.

    "რაც შეეხება უშუალოდ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის თემას, მგონია, რომ ეს აუცილებელიცაა და ამის მოთხოვნაში ადამიანებს ხელი არ უნდა შეეშალოთ."

     

     ნიკა ქავთარაძე (პროდიუსერი): "ეს არ იყო აგრესიული და პრობლემური აქცია, იყო მშვიდობიანი აქცია და სამართალდამცავების მხრიდან მსგავსი თავგამოდება საჭირო არ იყო. მათ მოთხოვნებს მეც ვიზიარებ. დიახ, უნდა მოხდეს მარიხუანას და მეტიც, ყველა ნარკოტიკის ლეგალიზება და ადამიანმა საკუთარ თავთან ურთიერთობა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა მოახერხოს. ეს ჩვენს ქვეყანას უფრო თავისუფალს და თანამედროვეს გახდის."

     

     

     

     ცოტნე გამსახურდია  სამოქალაქო აქტივისტი):"არც პოლიციის და არც დემონსტრანტების ქმედება არ იყო გასამართლებელი და ადეკვატური. ასეთ თემებზე საუბარი ფართოდ უნდა გაიშალოს, იყოს არგუმენტირებული და არა ემოციური და აფექტური. აუცილებელია ამ თემის სხვადასხვა კუთხიდან განხილვა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (13.12.2016)
    aucilebelia migebuli iqnes kanoni, romlis dzalitac, narkotikebis legalizaciis Propaganda iqneba dasjadi, minimum 25 cliani katorgit, xolo narkotikebis gamyidvelni, sikvdilit iqnen dasjilni. es chmorebi, cucikebivit iyvnen mishas dros. aba mashin gamosuliyvnen es sairistianebi da gaebedat modzraobis gadaketva mag motxovnit. es qavtaradze da ghanisashvili, etyoba barigobaze ocnebobdnen. mouxdebodat amat dutertes principit midgoma.

    შალიკო   (12.12.2016)
    აუცილებლად უნდა მოხდეს მარიხუანას ბალახის დეკრიმინალიზაცია


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter