სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    09.12.2016

    მთავრობა სამინისტროებში ოპტიმიზაციას იწყებს და თანამშრომლებს 10%-მდე ამცირებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი.

    "რომელ დეპარტამენტშიც გვაკლია ხალხი - იქ დავიმატებთ, ხოლო რომელ დეპარტამენტშიც მეტი ხალხი გვყავს - იქ მოვიკლებთ. საერთოდ ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა, ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის "ბექ ოფისის" მხარდამჭერი ფუნციები, იქ "მოვუჭიროთ". დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

    თანამშრომლების 10%-მდე შემცირებას გეგმავს თბილისის მერია და გარემოს დაცვის სამინისტრო. მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, მათ მიერ დაგეგმილი რეორგანიზაციის გეგმა გულისხმობს როგორც ხარჯების შემცირებას, ასევე, ადამიანური რესურსების შემცირებას, ოღონდ ბიუროკრატიის შემცირება ხდება არსებული რეზერვების ხარჯზე.

    "იქ, სადაც ჩვენ გვქონდა ვაკანსიები, ამ ვაკანსიების ხარჯზე შევამცირებთ კადრების საერთო ჯამურ მოცულობას. ამის გარდა, სტრუქტურულად ახლებურად გადავალაგებთ ცალკეულ უწყებებს. ოპტიმიზაციამ არ უნდა იქონიოს გავლენა სერვისებზე.

    "პირიქით, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობდით ადრე, მათ შორის ისინი, დღეს ვინც გვაკრიტიკებს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ცოტა, ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს ცოტა ყველა დონის მმართველ ორგანოებში. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის თანმიმდევრული და სწორი. სამუშაო ადგილები ჩვენ უნდა გავზარდოთ კერძო სექტორში", - განაცხადა აგულაშვილმა.

    როგორ უყურებთ მთავრობაში დაგეგმილ ოპტიმიზაციას და თანამშრომლების შემცირებას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გიორგი შენგელაია (რეჟისორი): ეს ღონისძიება, რომელიც დაანონსეს, არის ძალიან სწორი. მე პირადად, როგორც მოქალაქე, დიდი ხანია ვამბობ, რომ უნდა მოხდეს პრემიების და დანამატების შემცირება, რადგან ეს ამორალურია, იმიტომ, რომ მთავრობა და დეპუტატი არის ხალხის მოსამსახურე.

    ადრე "ოცნების" წევრმა თქვა, რომ თუ მთავრობის წევრებს მაღალი ხელფასი არ მივეცით, ბიზნესში გადავლენო, გადავიდნენ ბატონო. იმიტომ, რომ ხალხს ადამიანმა შეიძლება 250 ლარადაც მოემსახუროს.

    მთავრობაში ისეთი ადამიანები გვინდა, ვინც ჩვენს გაჭირვებას გაიზიარებს. ასე რომ, ვისაც უნდა, გავადიდეს ბიზნესში, სამშობლოს მოყვარულ ბევრ ადამიანს ვნახავთ. თორემ ახლა ყველა მთავრობაში ნეპოტიზმიითა მოხვედრილი.

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ყოველთვის ნორმალურ თანამშრომლებს ეხებათ შემცირება ან ხელფასის დაკლება. არადა, ისინი მართლა მუშაობენ. მაგრამ, დღეს საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ესეც არ უშველის.

    ლარი უფასურდება, იმიტომ, რომ მის გასამყარებლად არაფერი გვაქვს, არც ნავთობს ვყიდით და არც საწარმოები მუშაობს ქვეყანაში. ამიტომ, როგორც განვითარებადი ქვეყნები ცხოვრობენ, ისე უნდა ვიცხოვრობთ.

    არ არის კარგი, როცა გარკვეულ ფენას აკლდება შემოსავალი. ამას ჯობია ყველამ მოვიჭიროთ ქამრები.

     

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი):  პირველ რიგში თვითონ მინისტრებმა უნდა შეიმცირონ ხელფასები და პრემიები. ეს იქნება რეალური ოპტიმიზაცია, დანარჩენი ბლეფია. როგორც წესი, ქვედა რგოლებზე გადადის ეს ყველაფერი, ისეთ ადამიანებზე წყდება ჯაჭვი, რომლებიც არ ქმნიან ქვეყანაში პოლიტიკურ კლიმატს. თორემ, დანარჩენი ისევე დარჩებიან და გააგრძელებენ ჩვენს ხარჯზე ცხოვრებას.

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ძალიან მძიმე მდგომარეობაში მაგდებს იმაზე ფიქრი, რომ დღეს შეიძლება ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ. მთავრობის ეს ქმდება რომ გამართლდეს, საჭიროა ძალიან ძლიერი არგუმენტები - ჯერჯერობით ვერ ვხედავ 10%-ით თანამშრომლების შემცირების აუცილებლობას.

    ასე რომ, არა მგონია ამ შემცირებით რამე გაუმჯობესდეს, პირიქი,თ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნება, უმუშევართა არმიას ეს ხალხიც დაემატება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (09.12.2016)
    shesamcirebelia saministroebis raodenoba. saqartvelostvis 8-10 saministro sakmarisia. gasauqmebelia raionebshi sakrebuloebi, mat magivrad unda iyos regionis sakrebulo, romelshic sheva yoveli raionodan 3-4 carmomadgeneli. magalitad raja-lechxumis regionis sakrebuloshi iqneba 12-16 piri, samagierod, gauqmdeba lentexs, cageris, ambrolauris da onis sakrebuloebi. paralelurad, parlamentshi, meriebshi da aradzalovan ucyebebshi kadrebi 50%-it unda shemcirdes. sabiujeto shtatebze momushave uklebliv yvela pirs, aucilebelia chautardes gamocda im specialobashi, romelshic mighebuli aqvt diplomi da vinc ver chaabarebs, datxovnili iqnes samsaxuridan.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter