ლიკა ამირაშვილი
06.04.2016

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოსალოდნელ გათავისუფლებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც მმართველი გუნდი არ ადასტურებს.

როგორც უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, მსგავსი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება, რათა წარმოჩინდეს, თითქოს კოალიციაში პოლიტიკური კრიზისია.

"ასეთი ინფორმაციის გავრცელებაც გარკვეულ მიზანს ემსახურება, რომ რაღაც რყევა შექმნან კოალიციასა და უმრავლესობაში, რათა ხელი შეეშალოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და მიღებას. სამი რესპუბლიკელი მინისტრი არის შერჩეული ამ თანამდებობაზე პარტიული ნიშნით," - აცხადებს გია ვოლსკი.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოსალოდნელ გათავისუფლებას კოალიციის წევრები არ გამორიცხავენ. თუმცა ამბობენ, რომ ეს პრემიერის გადასაწყვეტია.

"მრეწველთა" წევრი, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ "რესპუბლიკურ პარტიასთან" პირადი უთანხმოების გამო მსგავსი საკითხის დაყენება მათი მხრიდან გამორიცხულია.

მოელით თუ არა არჩევნებამდე მინისტრების გადაყენებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ჩემი აზრით, არჩევნებამდე მინისტრებს არ გადააყენებენ და სიმართლე გითხრათ, მათ გადაყენებაში აზრს ვერც ვხედავ.

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მინისტების გადაყენებას მოველი. ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ. ზოგიერთი მინისტრის, მათ შორის დასახელებული მინისტრის, გადაყენება აუცილებელია. თინა ხიდაშელზე არაერთხელ მითქვამს, ბრწყინვალე იურისტია, რომელიც თავისი სპეციალობით უნდა მუშაობდეს და არა იქ, სადაც არაფერი არ იცის. დრო და მომენტი მოსულია, შესაბამისად იმედი მაქვს ეს ყველაფერი მოხდება.

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  მინისტრების გადაყენება, შესაძლოა "ოცნებისა" და "რესპუბლიკელების" შეთანხმებაზე იყოს დამოკიდებული. როგორც ჩანს, შეთანხმება ასეთია, იმისათვის, რომ პარლამენტის მუშაობა არ შეფერხდეს, მინისტრებს 8 ოქტომბრამდე შეინარჩუნებენ. შესაძლებელია, ეს რაციონალური გადაწყვეტილებაც იყოს იმისათვის, რომ პარლამენტმა კანონების მიღება შეძლოს.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე):  პირადად მე "რესპუბლიკელი" მინისტრების გადაყენებას მოველი, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ერთად როგორ უნდა იმუშაონ. ალასანიასთან როგორ დასხდებიან, როგორც "ოცნების" მინისტრები? და "ოცნებასთან" როგორ დასხდებიან, როგორც პოლიტიკური ძალა?

 

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცონდე): ვფიქრობ, ჭკუა თუ აქვთ და ალბათ აქვთ, მინისტრებს არ გადააყენებენ. ამ წუთში ინტრიგა საჭირო არ არის. სულ რაღაც 7 თვეში არჩევნები იქნება, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ. ჩემი აზრით, მინისტრები არ უნდა გადააყენონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×