ლიკა ამირაშვილი
31.03.2016

ორი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ორიოდე კვირის წინ სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი წერილი გავრცელდა, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ, თუ ისინი 31 მარტამდე თანამდებობებს არ დატოვებდნენ.

ელოდებით თუ არა უახლოეს დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ძალიან ძნელი ყოფილა კონკრეტული პირების პოვნა და დასჯა. აქედან გამომდინარე გამოქვეყნების ალბათობა 50/50-ზეა. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება ამ შოკიდან ნელ-ნელა გამოვიდა. ამ საკითხისადმი უფრო ზნეობრივად არის მომზადებული და არ მგონია, რომ დიდი რეზონანსი მოჰყვეს.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობ. თუმცა, როგორც გომელაურმა თქვა, ამის საშიშროება არ არსებობს. შესაძლოა, რაღაც სამუშაო ჩაატარეს. 80 პროცენტით მგონია, რომ კადრები არ გამოქვეყნდება.

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ამ ქვეყანაში ყველაფერს ველი, იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ყველაფერი ხდება - მუქარა, მკვლელობები, აფეთქებები და ა.შ. რეალურად ამ კატასტროფების შეგრძნების რეჟიმში ვცხოვრობ. მიუხედავად ამისა, ძალიან გამიკვირდება, თუმცა ველი, რომ გამოქვეყნდება.

 

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი):  ნამდვილად ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. დედამიწაზე რამდენი ადამიანიც დადის და მათი ფანტაზია საით წავა, არ ვიცი.

 

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომ ყველაფერს ველოდები. არაფერი აღარ მიკვირს, ამის გამოქვეყნება ადამიანის დეგრადაციას ნიშნავს და უზნეობის ეტალონია. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ღირსება ნული აქვთ.

სტუდენტურ წლებს გავიხსნებ, მაშინ სხვისი წერილის წაკითხვაც კი სირცხვილი იყო. ეს ადამიანები შედეგების მისაღწევად ამ უზნეო მეთოდს იყენებენ. რასაც ისინი სჩადიან, დიდი ცოდვაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×