ლიკა ამირაშვილი
27.08.2015

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნონ და არ აჰყვნენ ექსპერტების პროგნოზებს.

"სახეზე გვაქვს გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ემოციურ-ფსიქოლოგიურ აჟიოტაჟს არ აჰყვნენ. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ინფლაცია დადგენილი პარამეტრების მიხედვით გვაქვს და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

"მოქალაქეები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ აჟიოტაჟსა და ქაოსს, უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების განცხადებებს ნუ აჰყვებიან. გთხოვთ, დაეყრდნოთ ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, ბაზრის მოთამაშეები, ვინც სპეკულაციურ ტრანზაქციებში მოანწილეობას მიიღებენ, წაგებულები დარჩებიან.

ეთანხმებით, თუ არა კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი): ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ადგილი გარკვეულ სპეკულაციებს ჰქონდეს. ნაწილობრივ ამის შედეგი შეიძლება იყოს ის, რაც ლარს მოსდის, თუმცა ეკონომიკაშიც რომ სერიოზული პრობლემებია, ესეც ფაქტია. მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების გაკეთებით სიტუაცია არ გამოსწორდება. ამისთვის სერიოზული ქმედებაა საჭირო.

 

 

 იური მეჩითოვი(ფოტოგრაფი): ამ თემაზე რომ ისაუბრო, ცოტა გარკვეული უნდა იყო, თუმცა მე ამას რუსეთის რუბლის ვარდნას ვუკავშირებ. მგონია, რომ ამ საქმეში გარე ფაქტორებიც მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ამ კატასტროფას ვინმე ხელს თუ უწყობს, უნდა დაისაჯოს.

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): ეკონომიკის კარგად არ მესმის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სპეკულაციების თითქმის ბოლომდე მჯერა.

 

 

 

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა სავალალო მდგომარეობაშია, ამ მთავრობისგან რას უნდა ელოდო? საქმე არაპროფესიონალებთან და არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან გვაქვს.

 

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ამის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ობიექტური პირობები არსებობს, რის გამოც ლარის ვარდნა ხდება. მხოლოდ მედიისა და ექსპერტების განცხადებების ბრალი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×