ლიკა ამირაშვილი
17.07.2015

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

"ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერებს დამონტაჟების განახლება", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში

თქვენი აზრით, რუსეთის მორიგი სამხედრო წვრთნები საქართველოს უქმნის თუ არა საფრთხეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნოდარ ნათაძე  (ფილოლოგი): ეს სამხედრო წვრთნები შეძლება, უბრალოდ, დემონსტრაციისთვის სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში რუსეთს ძალიან ცუდად აქვს საქმე და ყველაფერზეა წამსვლელი. ერთსა და იმავე დროს პროვოკაციადაც შეიძლება ჩავთვალოთ და შეშინებადაც.

 

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი  (დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი): რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გარკვეული ხიფათის შემცველია, თუმცა ამასთანავე პროვოკაციაცაა. მთავარია, საქართველო ამ პროვოკაციაში ჩათრეული არ აღმოჩნდეს.

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ეს 2008 წლის მსგავსი სერიოზული წვრთნები არ არის. მაგრამ ის, რომ 12 ივლისიდან 3-4 აგვისტომდე დედამიწა უარყოფით ველშია, ეს ადრეც ვთქვი. ამიტომ აქ ტრადიციულად სხვადასხვა სახის პროვოკაციები და ეკოკატასტროფები მოიმატებს.

სიტუაციის დაძაბვის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს კონფლიქტის სახით არ იქნება. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია - თავდაჭერა, მოთმინება და წინდახედულება. რუსეთს მანევრები ხშირად აქვს, მათ შორის აფხაზეთში და ჩვენს ტერიტორიაზეც, ეს გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენის ერთ-ერთი ფაქტორია. ეს მანევრები დამთვარდება, ისე როგორც დაიწყო.

 

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ მოსვლიდან რამდენიმე დღეში დასავლეთისა და რუსეთს შორის არსებული უთანხმოების გზიდან საქართველოს ამოღება დაანონსეს. მთლიანი საგარეო პოლიტიკა შესაცვლელია.

ამ განვლილმა პერიოდმა 2012 წლის შემდეგ გვაჩვენა, რომ რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკის წარმოებით ისევ საქართველო ზარალდება. მაშინ, როდესაც განგაშის ზარებს არ ავტეხავთ ხოლმე, მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქცევა, ეს მერე მომავალში უფრო ცუდად გვიბრუნდება.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ძალიან ბუნდოვანი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო იყო იმიტომ, რომ იმ რიტორიკამ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთი წაახალისა.

დიდი შანსია, რომ რუსეთმა თავისი გეგმების განხორცილება საქართველოშიც დაიწყოს. აბსოლუტურად ყველაფრის მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის ის, რომ შეიარაღებული თავდასხმა მოხდეს. რუსეთს ერთგვარი გარანტია აქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამაზე ხმას არ ამოიღებს და ისევ დათმობის პოლიტიკით იქნება დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×