რეზონანსი
02.06.2025

ივნისი არაერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის კარიერულად გადამწყვეტი თვე იქნება. ზოგი მოულოდნელ წინადადებას მიიღებს, ზოგიც წლების შრომისთვის დამსახურებულ ჯილდოს — მატერიალურ ან სტატუსობრივად. მოდი, ვნახოთ, ვისი დრო დგება:

კურო

თქვენი მოთმინება და სტაბილური შრომა შედეგს იძლევა. შესაძლებელია ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენა ან სოლიდური პრემია. ასევე, დიდია შანსი, რომ ხელმძღვანელობამ დააფასოს თქვენი შრომა და შემოგთავაზოს დაწინაურება ან პროექტის ხელმძღვანელობა.

ლომი

ივნისში ბრწყინავთ! თქვენი თავდაჯერებულობა, ლიდერობა და ინიციატივა სწორედ ამ თვეში მიიღებს ფინანსურ ან საზოგადოებრივ აღიარებას. თუ ახალ იდეაზე მუშაობთ — სწორედ ახლაა დრო, წარადგინოთ.

ქალწული

დაწინაურება, გავლენიან პირებთან ახალი ურთიერთობები და შანსი, რომ თქვენი შრომა ფართო აუდიტორიამ დაინახოს — ეს ყველაფერი ივნისში მოსალოდნელია. ნუ დააყოვნებთ რთული გადაწყვეტილებების მიღებას - გონივრულად იმოქმედეთ.

მშვილდოსანი

გაფართოების პერიოდი იწყება. შესაძლოა, შეთავაზება უცხოეთიდან ან საერთაშორისო პარტნიორობისგან მიიღოთ. სწავლის, კონფერენციების ან ონლაინპროექტების მეშვეობით კარიერული ასპარეზი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თხის რქა

თქვენს დაუღალავ შრომას შედეგი მოჰყვება — ხელმძღვანელობა ან კოლეგები თქვენს ძალისხმევას გამოხატულად დააფასებენ. შესაძლოა, ჩაგაბარონ მნიშვნელოვანი პროექტი ან მიანიჭონ ხელმძღვანელობა. ფინანსური ასპექტიც გამყარებულია.

მერწყული

ივნისში თქვენი ორიგინალურობა და სიახლეებზე ორიენტირებულობა საუკეთესოდ დაგიფასდებათ. ტექნოლოგიური, კრეატიული ან სტარტაპ-გარემოში მოღვაწე მერწყულებს წინსვლა ელოდებათ. ასევე, მოსალოდნელია მოულოდნელი ფინანსური შეღავათი ან დაფინანსება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×