რეზონანსი
31.05.2025

ჩოხატაურში, სოფელ ქვემო ერკეთში მცხოვრები 80 წლის ქალბატონი ორშაბათს, ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. შვილმა, კახა თედორაძემ სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალების, პანაშვიდებისა და გასვენების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. მეორე დილით კი თავადაც გარდაიცვალა. 

როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, დედის გარდაცვალების გამო ინერვიულა, რამაც გულის შეტევა გამოიწვია.

"ვერ აიტანა მისმა გულმა დედის გარდაცვალების დარდი და მეორე დილით თავადაც შეტევა დაემართა. გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ფაქტობრივად მკვდარი წაიყვანეს და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყველა გაოგნებული ვართ, დედის გასვენებამდე შვილიც გარდაიცვალა", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×