
16 წლის მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება.
ამჯერად დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ლანა, რომელიც კადრებში ხშირად ჩანს და მარიამს უვლის მხოლოდ მისი მეგობარია. ამასთან, დავითის თქმით, ლანა მარიამის დეიდაშვილია და მასთან ერთად ამიტომ იმყოფება თურქეთში.
„თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს, მაგრამ უკვე გაუსაძლისია. ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები. დიდი მადლობა, მაგრამ ვმეგობრობთ მე და ლანა… და ცოტა უხერხული ხომ არ არის მსგავსი კომენტარები თქვენი მხრიდან? ვიცი, რომ ყველაფერი კარგი გინდათ ჩვენთვის მარა…“ - წერს დავით ოქროპილაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე