რეზონანსი
26.03.2025

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს, რომელიც მის მიერ შექმნილ ჯგუფში „ვეძებ“  ადმინისტრატორს ეხება. როგორც თამუნა მუსერიძის მიერ გავრცელებული წერილიდან ირკვევა, ერთ-ერთ მოქალაქე „დნმ“ -ის ტესტის ჩატარების მიზნით დაუკავშირდა.

"ღმერთო ვკანკალებ! ესეთი უღმერთობა და არაადამიანობა დიდი ხანია, არ მინახავს. ამ ქალს ვინც იცნობთ, გადაეცით, რომ ცხოვრება ბუმერანგია და ფრთხილად იყოს !

სოფი აა ღმერთმა გადაგარჩინა საქართველოში რომ არ ხარ!

ალბათ ყველამ იცით ჩვენი ადმინის ნინო მინდიაშვილი მინდუშას პრობლემა.

მას თვალები გადანერგილი აქვს და მაინც დღე და ღამე ხელში ტელეფონი უჭირავს, თქვენ რომ გემესიჯოთ.

აი, ეს ნაგავი ქალი ასეთ მესიჯს წერს ნინოს!

მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნით, ფასდაკლების დროს ტესტი 200 ლარი ღირსთქო, მაინც იწყევლება.

49 ევრო ღირს საიტზე, ამას ემატება “შიპინგის” 10 ევრო ანუ უკვე 178 ლარზე ავედით, დავუმატოთ გადამზიდი კომპანიის წონის 10 ლარი, ანუ 188 ლარი და დეკლარაციის ხარჯები.

ეს არაქალი კიდევ ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და უკანასკნელი სიტყვებით წყევლის ჩვენ მინდუშას.

სამტრედიელი არავინ ხართ, ამ გოგოს ოჯახი რომ მომაძებნინოთ?” – წერს თამუნა მუსერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×