
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ეკა ჩხეიძის გადაცემას, „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა, გადაცემაში ისაუბრა საკუთარ ოჯახზე – შვილებზე, მეუღლესა და კარიერაზე.
როგორც თამრიკო ჭოხონელიძემ აღნიშნა, მის ცხოვრებაში მთავარი საყრდენი სწორედ მისი ოჯახი – დედა, დები, შვილები და მეუღლეა. გია როინიშვილი კი დღეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაფეთებულია, თუ როგორ არის მისი მეუღლე:
„ჩემი საყრდენები არიან ჩემი დები, ჩემი შვილები, დედაჩემი. რამდენჯერმე მომიწია ექიმებთან ურთიერთობა, იცით როგორ მრცხვენია ექიმების? მინდა ბოდიში მოვუხადო გიას გამო, იმიტომ, რომ ყველა შეაწუხა, ექიმები რომ დაინახავენ, მგონი გარბიან გიასგან.
გია დღეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაფეთებულია, თუ როგორ ვარ მე. მინდა მას ვუთხრა, კარგად ვიქნები თუ ყველა კარგად მეყოლება და იმ გარემოში არ ვიქნები, რასაც უსამართლობა ჰქვია“, – თქვა თამრიკო ჭოხოლელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე