რეზონანსი
23.03.2025

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი. გამოცემა "პრაიმ კრაიმი" წერს, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაშა შუშანაშვილმა დაუკვეთა.

შეგახსენებთ, რომ, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 14 ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "კილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×