რეზონანსი
11.03.2025

მსა­ხი­ობს ლეო ან­თა­ძე თეატრალურის სტუდენტების დაჯარიმებას და უნივერსიტეტიდან გარიცხვას გამოეხმაურა და პარალელურად საკუთარ ჯანმრთელობაზეც ისაუბრა:

„ეს არის ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბა, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა! სად აქვს სტუ­დენტს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ხუ­თი­ა­თასე­ბი იხა­დოს და მერე რა ხდე­ბა, უნდა და­ა­პა­ტიმ­რონ? ზო­გი­ერ­თი რე­გი­ო­ნი­დან არის, ბი­ნის ქი­რა­საც კი ვე­ღარ იხ­დის... 

რა თქმა უნდა მათ გვერ­დით ვიდ­გე­ბო­დი, მაგ­რამ ვე­ღარ დავ­დი­ვარ, წო­ნას­წო­რო­ბას ვე­ღარ ვი­ცავ. დღეს ორ ნა­ბიჯს ვე­ღარ ვდგამ, ჯან­მრთე­ლო­ბამ მი­ღა­ლა­ტა... თა­ვის ქალა გა­მი­სინ­ჯეს და რა­ღაც დარ­ღვე­უ­ლია. არც წა­მა­ლი, არა­ფე­რი შვე­ლის.

ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან მკაც­რად გა­მო­ვე­დი, არ მო­ე­წო­ნათ და მაგ­რძნო­ბი­ნეს... ამა­ზე მეტს ვერ გე­ტყვით, თავს შე­ვი­კა­ვებ. ან რაღა უნდა გი­თხრა იმა­ზე მეტი, რაც ხდე­ბა, ეს რომ ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა!“ - განუცხადა "ამბებს" ლეო ანთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×