რეზონანსი
28.02.2025

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგიკულად დაღუპული პატარა ანდრია შაინიძის მშობლები შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებენ:

ანდრია შაინიძის დედა: "რომ ეძებდნენ, მე სახლში შემოვედი, პატარა ბავშვი ტიროდა. აქ ველოდებოდი, ფანჯარაში ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ან პოლიცია მოვიდოდა ან სხვა ვინმე. როცა გარეთ გავიხედე და ყველა გარბოდა, ვთქვი, რა ხდება-მეთქი. იქ რომ მივედი, ჩემს შვილს მასაჟებს უკეთებდნენ. სანამ იქამდე მივედი, ალბათ, გული ნაფლეთებად მექცა. ჩემი გაყინული შვილი აღარ მოძრაობდა. როცა მითხრეს, ამოაღებინა, გულისცემა აქვსო, თითქოს, იმედი მომეცა, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო. მაგრამ, საავადმყოფოში რომ მივედი, გარდაცვლილი იყო. ვერ ვიჯერებდი. მეგონა, რომ ცოცხალს გამოიყვანდნენ“.

ანდრია შაინიძის მამა: "რომ მივედი და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, თითქოს, ჩამესმოდა, რომ შველა უნდოდა. ეგრევე ხელში ავიტაცე, წავიყვანე, მაგრამ ვერ ვუშველე. საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ვხვდებოდი, რომ აღარ იყო. მაგრამ, მაინც იმედს არ ვკარგავდი.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×