სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    23.09.2014

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარებელი იქნება, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

    "მე მაქვს ჩემი მოსაზრება: თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება, როგორც ყოფილი პრეზიდენტისა, ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი.

    "ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეს მექანიზმი უნდა იქნას ამოქმედებული და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თუ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გამოძიება არ მოხდება, კიდევ უფრო აზარალებს ქვეყანას", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.

    ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     ქეთი ბექაური (იურისტი): მემგონი ძალიან წინ ვუსწრებთ მოვლენებს. როგორც ვიცი, ჯერ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მისი თავისუფლება არ არის შეზღუდული, ის საქართველოში არ იმყოფება და არც დაკავებულია. ამაზე საუბარი მგონი ცოტა ადრეა.

    ასევე, გადმოსცემენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს, ეს ჯერ არავინ იცის და კიდევ უფრო ძალიან შორსაა დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ თუ სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დაადგინა, ამას რა შეიძლება მოჰყვეს.

    როგორც იურისტი შემიძლია გითხრათ, რომ სამართლებრივად ასეა, ქვეყნის მეთაურს უფლება აქვს შეიწყალოს ნებისმიერი პირი და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტიც, რა მოხდება, ეს არავინ იცის, მაგრამ ის, რომ აუცილებლად უნდა შეიწყალოს, წინასწარ ალბათ ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

     არჩილ გამზარდია  (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამგვარი განცხადებით ზვიად ძიძიგურმა გაიხუმრა, შეიძლება ჟურნალისტებმა ვერ გაუგეს და გადასცეს როგორც სერიოზული კომენტარი.

    ვფიქრობ, რომ ეს არასერიოზული კომენტარია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაც მექანიზმი რომ არსებობდეს და ასეთ სვლას ვარაუდობდნენ, ამას ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორც სარეკომენდაციო ქცევას არ უნდა გვთავაზობდეს.

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): თუ ეს არ არის ხუმრობა და სერიოზულია, მაშინ ვაი ძიძიგურის პატრონს, იმიტომ რომ ღვაწლმოსილი პენსიონერი ყვითელ ავტობუსში 50 თეთრს რომ არ ჩააგდებს, კონტროლიორებმა ლამის ციხეში დაიჭირონ და არავინ არაფერს არ პატიობს და ნაძირალა სააკაშვილმა, რომელმაც სამასი ათასი საქართველოს მოქალაქე ციხეში გაისტუმრა, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში ქართული ცნობიერება ანგრია, რომელმაც საქართველოში ყოველ ნაბიჯზე ანტისაკაცობრიო ქმედებები ჩაიდინა, ახლა შესაწყალებელი ყოფილა და მაშინ რა ქნას იმ უბრალო ადამიანმა, რომელსაც პატარა გადაცდომისათვის ხან ციხეს უსჯიან და ხან ადმინისტრაციულ სასჯელს.

    სააკაშვილი აქამდეც უნდა მჯდარიყო ციხეში, რათა მომავალში საქართველო არ აცდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ყველა ტირანი, ყველა დიქტატორი იქნა დასჯილი და ჩვენ ამის მოწმეები ვართ. ჩვენ რატომ გვინდა რომ ამ კრიმინალს, რომელმაც მილიარდები იშოვა და რომლის ყველა ქმედებაც გამოსაძიებელია, თავზე ხელი გადავუსვათ.

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "არ იყიდება საქართველოს" დამფუძნებელი): თუ "ქართული ოცნების" მიერ მართული სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და მოსამართლეზე ისევ ზეწოლას მოახდენენ, როგორც სხვა საქმეებზე, მაშინ პრეზიდენტის მიერ შეწყალება მართლა ერთადერთი გამოსავალი იქნება და ოდნავ მაინც აღადგენს ქვეყანა პრესტიჟს, რომელიც ამ პროცესების გამო დაკარგა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved