რეზონანსი
11.12.2024

ნანკა კალატოზიშვილი ნიკოლოზ წულუკიძეს დაურირისპირდა და პირდაპირი ეთერიდან მიმართა, რომ ხელისუფლების მოქმედებები დაგმოს.

„ეს ადამიანები რეპუტაციის ხარჯზე ასულდგმულებენ არხს, რომელიც არის პროპაგანდისტული - ვერ დავიჯერებ, რომ ნიკა წულუკიძეს მოსწონს ეს, მაგრამ დღეს მარტო იმით შეუძლია შემოიფარგლოს, რომ "თავისუფლება ანდროს" დაწეროს. დღეს, იმ არხზე მუშაობს ჩვენი უსაყვარლესი ნიკა წულუკიძე და იმასაც ვერ ბედავს, რომ ეთერიდან დაგმოს. აი, ეს არის ჩემთვის ტრაგედია. ვიცი, ნიკას როგორ ვუყვარვარ და ზუსტად იცის, როგორ გვიყვარს ჩვენ. მე ძალიან მიყვარს ნიკა და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ხვდებოდეს, რომ თავისი კარგი რეპუტაციით, კარგი ადამიანობით ის არ იმსახურებს, რომ მისი ცნობადობით ესენი რეიტინგს იწერდნენ..." - ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×