ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
როგორც ცნობილი გახდა, მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.
"საშინელი ამბავი მოხდა, ლაშა 30 წლის იყო, უცოლო, როგორც ვიცი არ მუშაობდა... მამა მუსიკოსია, სოსო ამირეზაშვილი. სხვა ვერაფერს გეტყვით" - განუცხადა "ამბებს" მოკლულის ახლობელმა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, უცნობმა პირი, რომელმაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემდეგ იცინოდა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მეტროს თანამშრომელმა ქალმა და ერთ-ერთმა მგზავრმა ამის საშუალება არ მისცეს.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე