რეზონანსი
09.12.2024

რუსთაველის ტეატრის მსახიობი ლევან ხურცია კოლეგებს შეახსენებს, რომ გამზრდელის ლანძღვა მომავლის სწორი გზა არ არის, მით უმეტეს, თუ ამას ქვეყნის სიყვარულის სახელით აკეთებ. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობისთვის და ვანდალიზმისთვის რამდენიმე მსახიობი დააკავეს.

„რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბ-ნ სტურუას ვგულისხმობ“, - წერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უკვე მოთხოვნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა საკუთარი შეხედულება დაგმოს, ვინაიდან მოლოდ კონკრეტული ჯგუფის აზრია სწორი. ეს არც სიყვარულია და არც მომავლის სწორი გზა, პატივისცემა კი ორმხრივია.

„დგახართ, სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს “მოგ..ნთ მშვიდობა”. მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რა ვიცი კიდევ რამდენი რამ…

და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი, უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია” - წერს ლევან ხურცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×