რეზონანსი
09.12.2024

გიორგი ბახუტაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან ეკლესიას და ჯარს მიმართავს.

მსახიობი ორივე ინსტიტუციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და გამოღვიძებისკენ მოუწოდებს:

„ეკლესია სად არის ხალხო... სად ხართ, ქუჩაში რომ გვხოცავენ?, სად არის მოყვასის სიყვარული და ქრისტიანული თანადგომა?!...ამბიონებიდან, ხატების წინ ბრტყელ სიტყვებს ლაპარაკობენ და თვითონ ერთი სიტყვის გააზრების უნარი არ გააჩნიათ. პოლიციის მსგავსად, ეკლესიები მრევლისგან დაგეცლებათ. ჯარი სად არის ხალხო. სად არიან ვეტერანები, ან მოქმედი ჯარისკაცები.

რისთვის იბრძოდით ხალხო სამგან, რომ ეს ქვეყანა დესერტივით რუსეთს მივართვათ? არც ერთი ინსტიტუცია არ არსებობს, მხოლოდ ეს ხალხია, რომელიც ამ რეალობას ვერ ეგუება და შიშველი ხელებით იცავს ქვეყანას. თავისუფლება მხოლოდ ამ ადგილზე იგრძნობა", - ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×