რეზონანსი
02.12.2024

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბაია კვი­ცი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ, 13 წლის ბი­ჭის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს. სადაც ბავშვი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ცრემლებით საუბრობს.

„არ შე­მიძ­ლია ემო­ცია დავ­მა­ლო, რომ რუსი მო­ნე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ. იმის­თვის იბ­რძო­ლა ბა­ბუ­ა­ჩემ­მა და მის­მა ბა­ბუ­ამ, რომ მე აქ ვიდ­გე? – თუ იმის­თვის, რომ მე ახლა ლო­გინ­ში ტკბი­ლად მე­ძი­ნოს და იმის შიში არ მქონ­დეს, რომ რუ­სე­თი მო­ვი­დეს და რუ­სებ­მა და­მარ­ბი­ოს. ესე­ნი არი­ან მო­ნე­ბი, ამათ­თან სა­უ­ბარს აზრი არ აქვს. რუ­სე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან. ოდით­გან­ვე ასე იყო, რომ რუ­სე­ბი იყ­ვნენ სა­ზი­ზღრე­ბი, დე­მო­ნე­ბი, უპატ­რო­ნო ძაღ­ლებს უფრო მეტი შეგ­ნე­ბა აქვთ, რომ ჩვენ დაგ­ვიც­ვან, ძაღ­ლე­ბიც ხვდე­ბი­ან, რომ ესე­ნი არი­ან ეშ­მა­კე­ბი და დე­მო­ნე­ბი“ – ამ­ბობს ბავ­შვი.

ბაია კვი­ცი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ბავ­შვე­ბი მო­ტყუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

„შე­ეშ­ვით ბავ­შვებს. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ასე მო­ტყუ­ე­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და მათი შეცდომაში შეყ­ვა­ნა და მათ პარ­ტი­ულ აქ­ტი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა.

ვინც ეს პა­ტა­რა ასე მწა­რედ მო­ა­ტყუა, იმას არ ენა­ხოს მეტი სი­მარ­თლე ცხოვ­რე­ბა­ში.

მცდარ, გა­მო­გო­ნილ აღ­ქმებ­ზე და მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბა­ზე რომ ამ­ყა­რებთ ხალ­ხის ნდო­ბას, მა­გი­ტომ აგებთ არ­ჩევ­ნებს, აქაც და მსოფ­ლი­ო­ში. ბო­ლოს სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის ირ­კვე­ვა“, – წერს ბაია კვიციანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×