რეზონანსი
30.11.2024

სამართალმცოდნე ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

„სამარცხვინო იყო ამ მინი ტროცკისტებმა, აგრესიულმა და ჭკუიდან გადასულმა ოპოზიციის მცირერიცხოვანმა აქტივმა, რაც იკადრეს ღამით რუსთაველის გამზირზე! კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი!

როგორ ბედავთ აქ ზოგიერთები რომ ამ ძალადობრივი აქციის დაშლას 26 მაისის და 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის ნაცების მიერ სისხლიან დარბევას ადარებთ?

ერთ კადრს ვერ ნახავთ 26 მაისის და 7 ნოემბრის სადაც აქციის მშვიდობიანმა მონაწილეებმა პოლიციელები დააზიანეს ან დაასისხლიანეს!

26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს პოლიციის მისამართით ცეცხლანთებული ბოთლები, ასაფეთქებლები, ჩაქუჩები და ბეტონის ნატეხები არასოდეს უსვრიათ! 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაწვა არ უცდიათ!

26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები შიშველი ხელებით, თეთრი სამაგრებით, მშვიდობიანად, აგრესიის გარეშე იდგნენ აქციაზე და მიშა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს აპროტესტებდნენ!

ეს ასაფეთქებლები და ფეიერვერკები იმდენად საშიშია (ექიმებიც საუბრობენ, რომ ხშირად იწვევს დამწვრობას), რომ ექიმები ხალხს მოუწოდებენ დღესასწაულებზეც კი არ გამოიყენონ და ეს არაადამიანები პოლიციელებს უშვერდნენ და ესროდნენ.

ვინც ამას კვერს უკრავთ, ღმერთის გეშინოდეთ!", - წერს ირინა ბათიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×