ცისანა სეფიაშვილმა იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მეუღლის ოთო გიორგობიანის ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბოლო 9 თვეში გამოიარა. როგორც მან აღნიშნა, მისმა მეორე ნახევარმა ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო:
"4 დეკემბერს გახდება ერთი წელი რაც ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ. ასე ვიტყოდი, ეს არის ქორწინების და ბედნიერების ერთი წელი. მადლიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში რომ ოთო გიორგობიანი გამოჩნდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ძალიან რთული 9 თვე გავიარეთ. ჩემმა მეუღლემ ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო და ამ ცხრა თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა. ჯერ ვიბრძოდით მის გადასარჩენად, შემდეგ კი მისი ფეხის გადასარჩენად. ეს ტრავმა შემთხვევითობის ბრალი იყო, არ უნდა ყოფილიყო არც ასეთი მოტეხილობა და არც განვითარება.
ეს ტრავმა სრულიად შემთხვევითობის ბრალი იყო და ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო არც ასეთი მოტეხილობა და არც ასეთი განვითარება არ უნდა მოჰყოლოდა. მადლობა ყველას, პირველ რიგში, ექიმებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და იბრძოდნენ ბოლომდე, ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს იმედი. რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
სირთულეები უკან ჩამოვიტოვეთ, სრულად გამოჯანმრთელებისთვის კი გარკვეული პერიოდი მაინც არის დარჩენილი“ - განუცხადა ჟურნალ "სარკეს" ცისანა სეფიაშვილმა.
"სარკე"
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე