„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. იგი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი მეუღლე ორივე 1971 წელს არის დაბადებული, თუმცა თამარ ბაგრატიონი მეუღლეზე ორი თვით უფროსია.
წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი - 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი - ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა. თამარ ბაგრატიონს ჰყავს კიდევ ერთი შვილი, პირველი ქორწინებიდან - გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა.
მიხეილ ყაველაშვილი თამარ ბაგრატიონისთვის მეორე ქმარია. პირველად იგი ადრეულ ასაკში დაქორწინდა და 18 წლის ასაკში უკვე შვილი ჰყავდა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე