რეზონანსი
26.11.2024

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს. შემ­თხვე­ვა გა­სულ თვე­ში ოსი­ა­უ­რი-ხა­შუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. 15 წლის ნი­ა­კოს და 8 წლის თა­თუ­ლის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხათ, გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ. 

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა და უფრო მე­ტიც, ნი­ა­კო და თა­თუ­ლი უკვე გონ­ზე მო­ვიდ­ნენ. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რეჟისორი სან­დრო ელოშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს:

"თვე ნა­ხევ­რის წინ ამ ორ მზის სხი­ვა და ღი­მი­ლა გო­გოს ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა და მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შინ­ლად მძი­მე იყო... 

ერთი ბავ­შვი მ. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იყო, მე­ო­რე - New Hospitals -ში... სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბით და სხვა­დას­ხვა სა­ხის ბრძო­ლით... ხოდა სა­ხე­ლე­ბად რომ ვი­ცო­დეთ რა და თუ ვინ­მე იც­ნობთ, უთხა­რით რომ ყვე­ლა­ზე ჩემ­პი­ო­ნე­ბი არი­ან! ვინც პირ­ვე­ლე­ბი ოპე­რა­ცი­ა­ზე შე­ვიდ­ნენ... ლე­ვან ტა­რუ­აშ­ვი­ლი და ირაკ­ლი თო­ი­ძე... რე­ა­ნი­მა­ცი­ის უფ­რო­სე­ბი: და­ვით ცი­ბა­ძე და მა­კუ­ნა თევ­ზა­ძე...

და­ი­წყეს, და­ი­წყეს და არ გა­ჩერ­დნენ! სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლას სა­ხე­ლი არ ვიცი... ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი... მერე ჩვენც გა­ვი­გეთ ეს ამ­ბა­ვი და სხვის ან­გა­რი­შებ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ 60 000 ლარ­ზე მეტი შე­ვაგ­რო­ვეთ ერთ დღე­ში! მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი ჩემ­პი­ო­ნი, ჩემი ახა­ლი მე­გო­ბა­რი, სო­ფიო ხარ­ში­ლა­ძე მგო­ნია, პა­ტა­რე­ბის დედა...

მან თქვა, რომ ზუს­ტად ისე იქ­ნე­ბო­და, რო­გორც მას სურ­და! რო­გორც შვი­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ დე­დას უნ­დო­და! ხოდა, სულ ორი წა­მით და­ვი­ვი­წყოთ ვინ საით მივ­დი­ვართ და საით მიგ­ვეჩ­ქა­რე­ბა... ვის რო­გორ გვინ­და და რო­გორ გა­მოგ­ვდის... ვინ რა მო­ვი­გეთ და ვინ რა წა­ვა­გეთ... ყვე­ლამ, სულ ყვე­ლამ გა­ვი­მარ­ჯვეთ! სი­კე­თემ გა­ი­მარ­ჯვა ბო­რო­ტე­ბა­ზე... სი­ნათ­ლემ გა­ი­მარ­ჯვა სიბ­ნე­ლე­ზე... სიყ­ვა­რულ­მა სი­ძულ­ვილ­ზე და რაც მთა­ვა­რია... სი­ცო­ცხლემ! სი­ცო­ცხლემ! სი­ცო­ცხლემ გა­ი­მარ­ჯვა სიკ­ვდილ­ზე! ქრის­ტეს გზა რომ არის...

ღმერ­თის გზა რომ არის... ჩვენ­ში რომ არის და ჩვე­ნი ძა­ლაა... აი, მაგ ძა­ლამ გა­ი­მარ­ჯვა! ნი­ა­კოს და თა­თუ­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, თა­თუს აღარ დას­ჭირ­და თა­ვის შუნ­ტი­რე­ბა, ნიას დღეს აუ­წყვეს თა­ვის ქალა, ორი­ვე გონ­ზეა და ემო­ცი­ებს, კი იხა­რე... ცოტა ცრემ­ლებს ღვრი­ან, მაგ­რამ თვე ნა­ხე­ვა­რი მეც რომ მე­ძი­ნოს და მწვა­დი არ შევ­ჭა­მო, მეც ვი­ტი­რებ...

ეს ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ ახლა ნამ­დვი­ლად გვაქვს საქ­მე გა­სა­ცი­ნად... გა­სა­ღი­მად... გა­სა­ხა­რად! წინ რთუ­ლი და გრძე­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სია, მაგ­რამ ისე­თი მა­გა­რი გო­გო­ე­ბი არი­ან... ისე­თი... ისე­თი... დე­და­მი­წას გა­დად­გა­მენ და თა­ვის თავს კი არა ჩვენც კი მოგ­ვხე­და­ვენ... დე­და­მი­წის ან­გე­ლო­ზე­ბო... ასე­თი ხუმ­რო­ბე­ბი აღარ იყოს! სამ­ყა­რო უნდა გა­ა­ფე­რა­დოთ!" - წერს ელოშ­ვი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×