რუსუდან გლურჯიძე წერს, რომ მსახიობი სალომე დემურია თბილისში, ავტობუსში გაქურდეს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„მეგობრებო, ვისაც ხელგეწიფებათ, დაგვეხმარეთ და გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გუშინ 17:25 ზე, 388 ავრობუსში მსახიობი სალომე დემურია გაქურდეს. ჯიბგირმა მას ჩანთიდან ამოაცალა დიდი ზომის მუქი ვარდისფერი საფულე (ნიანგის ტყავის ეფექტით). საფულეში იყო თანხა, ბარათები… მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პასპორტი ამერიკის 10 წლიანი მოქმედი ვიზით. სალომეს ვიზა და პასპორტი სასიცოცხლოოდ აუცილებელია ჩვენთვის. პოლიცია რატომღაც ბუნდოვნად „ბუქსაობს“ და ამერიკის საკონსულოში ხელმეორედ შესვლა უკიდურესად რთულია. ამიტომ გემუდარებით, დაგვეხმარეთ პასპოორტის მოძიებაში.
ავტობუსის 388 გაჩერება თამარაშვილის 12 ნომერთან არის. სალომე იქ ჩჯდა ზუსტად 17:25 ზე და ჩავიდა ჭავჭავაძეზე გაჩერებაზე “რაფიელ ერისთავის ქუჩა”. დაგვეხმარეთ“, – წერს რეჟისორი.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე