რეზონანსი
09.08.2024

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი აშშ-ში იმყოფება და რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპისთვის ემზადება.

სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ცნობადი ადამიანების სტატუსებსა და ვიდეოებს, რომლებითაც ისინი დათის მხარდაჭერას უცხადებენ და ამხნევებენ.

საჯაროდ მიმართავს დათის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაურიც.

აღნიშნულ ვიდეოს „ინსტაგრამის" გვერდი dati_and_family აქვეყნებს:

„დათუნა, ჩემო ძმაო, გენაცვალე გულში. გავიგე, ოპერაცას იკეთებ და მინდა გითხრა, რომ ყველაფერი მაგრად იქნება. არ ინერვიულო და იცოდე, რომ ღმერთი ყოველთვის შენთან არის და არასოდეს არ დაგტოვებს. რაც ხდება ყველაფერი არის ღმერთის ნება და იცოდე, რომ არაფერი არ გაქვს სანერვიულო. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრამ, გენაცვალე გულში. აბა შენ იცი, წარმატებები", - ამბობს ლაშა ბექაური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×