რეზონანსი
09.07.2024

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ცოტა ხნის წინ გავლილ რეაბილიტაციის კურსზე საუბრობს და გულახდილად აღნიშნავს, რომ არ ეგონა თუ იმ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობდა, მაგრამ კეთილი ადამიანის დახმარებით მან ეს გამოსავალი იპოვა და დღეს თავს ბედნიერად გრძნობს.

„გიორგი დღეს არის ძალიან ბედნიერი ადამიანი, რადგან მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და ეს მივიღე ბოლომდე. 3 თვის წინ რომ გადავხედო ჩემ თავს როგორი ვიყავი, მახსენდება, რომ ვიყავი უიმედო, ყურებჩამოყრილი და გაუბედურებული ადამიანი და უცებ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში კეთილი ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი და გადაწყვიტა, რომ დამხმარებოდა. ჩემი მფარველი ანგელოზი ასე მიწერია დღეს ეს ადამიანი ტელეფონში“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.

ცნობისთვის, მსახიობი, გიორგი ყიფშიძე რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ თურქეთში წავიდა და იქ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. იგი, წლების განმავლობაში სხვადასხვა დამოკიდებულებას, მათ შორის წამალდამოკიდებულებას ებრძოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×