რეზონანსი
25.02.2024

ამერიკაში რამდენიმე დღეა ქართველ ემიგრანტს, კობა ძიგრაშვილს ეძებენ. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქ“ ჯგუფში – „ჩვენ ამერიკაში“ გავრცელდა, აქვე საზოგადოებას ახალგაზრდა ბიჭის პოვნაში დაეხმარება თხოვეს. 

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, ისევ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობა ძიგრაშვილის კვალს მიაგნეს.

„ყველას გილოცავთ Arakhamiia Makrine-ს პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, კობა ძიგრაშვილი ცოცხალია ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე. მადლობა თეონა არახამიას, ნათია ნუცუბიძეს, სალომე ნუცუბიძეს, ია ბაიარდს, ნიკა ბოჭორიშვილს, მილენა ბურდულს და უამრავ გულანთებულ ქართველს, ვინც ეს დღეები კობას ეძებდა“ - წერს გიორგი ნიკოლაიშვილი ფეისბუქ ჯგუფში „ჩვენ ამერიკაში“.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×