
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, სატელევიზიო ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე.
„საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას... ძალიან სიმპათიური, კარგი, ჯანსაღი, არაეჭვიანი იყო ილიასი, ხან მე მივდიოდი, ხან ის ჩამოდიოდა...
ყველაფერი იცოდა, რაც შემემთხვა, თვითონ მოიკლა თავი, წამოდიო. წავედი, მე გარანტიები მჭირდებოდა, რომ მშვიდად ვიქნებოდი.
ილიასმა იცის, რომ ძალიან ცუდად ვალაგებ, საჭმლის კეთება კი ვიცი, მაგრამ მეზარება. წინასწარ მითხრა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა.
ჩავედით და ითხოვდა, რომ გვქონოდა სადილები. მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ ვაკეთებდი. მეუბნებოდა, რომ ცუდად ვალაგებდი, მაგრამ პირველად მეჭირა ცოცხი და, რა პრობლემა იყო.
დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი. ვეკითხებოდი, რატომ მეჯიბრები და პასუხიც არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩემი ბრალია, ურთიერთობებში ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევ, ყველას ზედ ვყვები და მერე უნდათ, რომ ნინა იყოს დამლაგებელი და არ გამოდის ჩემგან ეს.
არ ავყევი, ძალიან ბევრი რამე გავატარე, ვიფიქრე, შეიძლება საუბრით დალაგდეს-თქო, მაგრამ არ დალაგდა...“, - ამბობს ნინა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე