რეზონანსი
17.11.2023

საქართველოს და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დინამო არენაზე ფრედ - 2:2 დასრულდა

ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის პირველ ტაიმში გახსნა, რასაც მეორე ტაიმში, შოტლანდიის ნაკრების გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლის შესრულება შეძლო, თუმცა, შოტლანდიელებმა დამატებულ დროში გაგვითანაბრეს.

სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიაზე ინფორმაცია გავრცელდა, სადაც წერია, რომ მისი თამაში ტრავმიდან გამომდინარე სარისკო იყო.

„შოტლანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში, ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო. ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს, მას თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მისი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ სარისკო იყო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის პასუხი იყო შემდეგი: მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა 16 ნოემბერს დინამო არენაზე თამაში. გამოვიდა მოედანზე, დადგა Show, გაიფორმა დუბლი და დაამტკიცა, რომ TOP ფეხბურთელის გარდა, საქართველოს ჰყავს მოთამაშე, რომლისთვისაც მისი ქვეყნის ღირსების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×