რეზონანსი
17.11.2023

მომღერალი მარიამ ელიეშვილი დაინიშნა და მალე დაოჯახებას აპირებს. მისი საქმრო გიორგი მჭედლიშვილი ბიზნესმენია და მარიამი თავადაც აშშ-ში აპირებს კარიერის გაგრძელებას:

„ერთმანეთი საერთო სამეგობროს საშუალებით გავიცანით. თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. ნიშნობა ახლახან გვქონდა. ძალიან ლამაზი ცერემონია გამოვიდა.

ბევრმა ადამიანმა არ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ეს ჩემი გულშემატკივრებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო. მიხარია, რომ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენი სიხარული…

გიორგი ბიზნესმენია. ამ ეტაპზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამერიკაში ცხოვრობს და ალბათ, სამომავლოდ, ჩემი კარიერაც იქ გაგრძელდება. ჯერ კონკრეტულად არაფერი დაგვიგეგმავს, მაგრამ საჭიროება როგორც მოითხოვს, ყველაფერს ისე გავაკეთებთ.

უამრავი სიტყვით შემიძლია შევამკო. ჩემთვის ის ყველასგან განსხვავებულია. ძალიან ღირსეული და ბევრი კარგი თვისებით დაჯილდოებული ადამიანია…“ - განუცხადა ჟურნალ "თბილისელებს" მომღერალმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×