რეზონანსი
17.11.2023

ჰიპ-ჰოპ არტისტმა კაბუმ გაიხსენა როგორ დააკავეს საფრანგეთში და რამდენი ხანი გაატარა ციხეში:

„1 წელი ვიჯექი, გემრიელად ვივარჯიშე, ფრანგულიც ვისწავლე და გამოვედი.

როცა დამაკავეს, ვუთხარი, მოდი ინტერნეტს გაგიზიარებთ, თქვენ თუ არ გაქვთ-მეთქი. თარჯიმანს გავხედე, ქურდი ვარ მე, ამოიღე ხმა, რას მიყურებ და მიღიმიხარ-თქო. ქურდებთან ერთად ვარ მე, მთელი ცხოვრება. ვარ რა, ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ბავშვობის ძმაკაცები. ეგრე გაიზარდნენ, მე მსახიობად გავიზარდე და გამოვედი. რა გავაკეთო, მე არ ვიტყვი, რომ ის ბიჭები არ მიყვარს, პატივს აღარ ვცემ და აღარ შევხვდები. როგორც კი მექნება საშუალება, ეგრევე შევხვდები, ხმამაღლა ვამბობ. მომენატრნენ, მოკითხვა ყველას.

საფრანგეთში სამკურნალოდ რომ ჩავედი, მაგრად მომხედეს. ჯერ ერთი, თვეში ერთხელ ვხვდებოდი... ჩავედი მომხედეს, გამომიშვეს.

მე ვიცოდი, რომ ბოლო ბოლო, სიმართლე გაირკვეოდა. 2015 წელს რომ ჩამოხვედი, შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქო. 2018 წელია ახლა, ენა არ ვიცი, 2015-ში ახალ ჩამოსულს რა ენა უნდა მცოდნოდა-თქო. თან ფრანგ ქალთან მელაპარაკა, მოდი ბოტასები იყიდე, გეხვეწები-მეთქი... “ - გაიხსენა კაბუმ "ნანუკას შოუში".

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაბუ 2018 წელს, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია „Caucase Normandie“-ის ფარგლებში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი იყო დაკავებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×