რეზონანსი
16.11.2023

სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი სოციალურ ქსელში ქუჩაში შესწრებულ ამბავზე წერს და ამბობს, რომ საჭესთან მჯდომი გოგო ძაღლს დაეჯახა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ამ დრომდე არ იღებს. ოთხფეხა ცხოველს კი ოპერაცია ესაჭიროება.

„გუშინ ვერაზე შევესწარი საშინელ ფაქტს, გოგონამ მანქანა დაარტყა ძაღლს. ეს იყო საშინელი კადრები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

მძღოლი არ გაქცეულა ( ვერც გაიქცეოდა მთელი თარხნიშვილი შემოეხვია საწყალ ძაღლს). ვთხოვდით ჩაესვა მანქანაში და წაეყვანა ( ამბობდა, რომ ალერგიული იყო ძაღლის ბეწვზე) , მაგრამ ბოლოს სხვა გზა არ დაუტოვეს. მანქანაში ჩაუჯდა სამი ადამიანი და წაიყვანეს კლინიკაში. მე პატრონი მოვძებნე და ჩვენ იქ წავედით.

იქ განვითარდა საშინელი სიტუაცია, როდესაც ამ მარიამის ( გვარს ჯერჯერობით არ ვასახელებ ვისი შვილია და ვისი რძალი ) ქმარი მოვიდა, ცოლს დაუწყო ჩხუბი, რომ დაეტოვებინა ძაღლი და მერე ექიმებს მიმართა, რომ საერთოდ დაეძინებინათ. იმის მაგივრად, რომ მთლიანად თავის თავზე აეღოთ ძაღლის გადარჩენის და რეაბილიტაციის თანხები, როგორც ხდება ხოლმე და არაერთს გაუკეთებია სხვებს.

ძაღლის პატრონი, სოციალურად დაუცველია. არიან დედა-შვილი და არცერთი არ მუშაობს. გამორიცხულია ფინანსურად მათ რამე შეძლონ.

მარიამმა, მძღოლმა მიზერული თანხა დახარჯა და ხელი დაიბანა და განაცხადა, რომ მეტ თანხას აღარ გადაიხდიდა, არად საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან არიან. ამ გაწამაწიაში არ დაავიწყდა ეთქვა, ვინ იყო მისი დედამთილი. ქმარი კი ფსიქოლოგია და უკრაინელებთან ერთად ძვირად ღირებული რეაბილიტაციის ცენტრი აქვს გახსნილი.

სწორედ ეს „ფსიქოლოგი" ერთ-ერთ ქალბატონს დაემუქრა, რომ ტელეფონს გადააყლაპებდა (მოეჩვენა, რომ უღებდა).

მოკლედ, კიდევ ერთი უბედური არსება კვდება ახლა ხორავას 7 ნომერში, საშინელი ტკივილებით. უთხრეს ოპერაცია და სანამ ეს პატრონი პოლიციაში ავა, განცხადებას დაწერს და ამ გოგოს აიძულებენ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს ეს საცოდავი ჰასკი მოკვდება. მეც ამომეწურა რესურსი.

ეს გოგო მარიამი ჩემს ტელეფონს აღარ იღებს, ვთხოვე, ვეხვეწე, მისი ოჯახის მაინც ნუ ჩააგდებს ცუდ მდგომარეობაში და გააკეთოს ის, რაც ევალება ადამიანურად. არაფერმა გაჭრა, დაბლოკა ჩემი ტელეფონი. იქნებ სხვამ უკეთესად აუხსნას, ძაღლსაც ისევე სტკივა, როგორც ადამიანს და ნუ მოიქცევა ისე, რომ მერე მთელი ცხოვრება ინანოს.

საჯაროდ ჯერჯერობით არ დავწერ, მაგრამ პირადში ვინც მომწერს, ვეტყვი ვისი შვილია, ფსიქოლოგი ქმარი ( ქალებს რომ ემუქრება) ვინ ჰყავს და დედამთილი ვინ არის, რომელსაც მე კარგად ვიცნობ. ნამდვილად არ გაუხარდება თავის რძლის საქციელი.

თუ ვინმე ჩემზე უკეთ აუხსნის ამ გოგოს მის საქციელს, დავაკავშირებ",- წერს ლიკა ყაზბეგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×