რეზონანსი
14.11.2023

ადვოკატი ზვიად კორძაძე თენგიზ კიტოვანთან დაკავშირებით შემდეგ მიმართვას ავრცელებს:

„ჯაბა პანთეონშია, სიგუა სამებიდან გაასვენეს და კიტოვანი დაბალი და მსუქანი რომ იყო, მაგიტომ უფრო საზიზღარია? იმათ რა ქნეს ამაზე ნაკლები, მხოლოდ ახლა რომ ამოხეთქა საზოგადოების აღშფოთებამ?

რა უნდა ჯაბას პანთეონში???

რატომ გამოასვენეს სიგუა სამებიდან? რა დამსახურებისთვის???

ხოდა, სანამ პანთეონში და საკათედრო ტაძარში ქვეყნის დამაქცევრების ადგილია, კიტოვანი, წესით, თავდაცვის სამინისტროდან უნდა გამოასვენონ, სამხატვრო აკადემიასთან გაატარონ და ქვემეხების სროლით დაკრძალონ. ჟანრის კლასიკა მოითხოვს.

მონანიებას მაინც უყუროს ვინმემ...” - დაწერა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×