რეზონანსი
13.11.2023

თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფინანსური ვალდებულებების გამო მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაზირგან მაჰმუდოვმა ჯევიდ მამაედოვი, კუთვნილი ვალის დაგვიანების გამო, ცივი იარაღით დაჭრა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

მხარეებს შორის კონფლიქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილის სუფრასთან დაიწყო. სისხლიანი დაპირისპირება კი უშუალოდ წვეულების მიმდებარე ქუჩაზე გაგრძელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა კაცს თავს 6 ადამიანი დასხა. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

საგამოძიებო უწყებამ, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ბაზირგან მაჰმუდოვს, ჩადენილი დანაშაულის გამო, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×