რეზონანსი
13.11.2023

25 აპრილს ჰქონდა ქორწილი ახლა კი 2 კვირაში დედობა უნდა მიელოცათ მისთვის. ამ ენით გამოუთქმელ მწუხარებას რა სახელი უნდა დაარქვას ადამიანმა არ ვიცი. მთელი ბათუმი შეგვძრა ამ მოულოდნელმა უბედურებამ. ცათა სასუფეველი ამ ორი უმანკო ანგელოზის სულს! - წერს შოთო სიხარულიძე ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხმძიმე ანა ბექაიას შესახებ.

„ანას მეუღლემ დაბადების დღე ღამით მიულოცა, ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს ეს თუ როგორი ბედნიერია.

და თქვენც ხედავთ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ან ცუდად ყოფნა არ ეტყობა, ანუ იმას ვგულისხმობთ, რომ წინაპირობა არ ყოფილა იმის რომ რაიმე აწუხებდა... ტორტი დაჭრეს, ისაუბრა ოჯახის წევრებთან ერთად,  უბედნიერესი იყო, სულ რაღაც 14 დღეში პატარა პრინცესა გოგონას "კირას" დედა უნდა გამხდარიყო.... ნაყიდი ჰქონდათ ბავშვის ნივთები ყველაფერი წინასწარ მას და მის მეუღლეს...

დათოზე რა ვთქვა არ ვიცი, შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ ისეთი გამწარებული ღრიალებს, რომ ცას წვდება მისი მოთქმა გოდება, ქვაც კი ატირდება მისი შემხედვარე... სამძიმრის თქმაც რომ მოგერიდება ადამიანს ისეთი ამბავია...

ამ კადრებიდან რამდენიმე საათში დილით 6 საათზე მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, თუმცა უკვე გარდაცვლილი დახვდათ სასწრაფოს ექიმებს... შემდეგ წაიყვანეს ექსპერტიზაზე, გაკვეთეს და ბავშვი სამწუხაროდ, გარდაცვლილი (გაგუდული) იყო...

ასევე გამოვეხმაურები თემას რომელიც მე დავწერე " ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლოსო", ანუ ექიმებს კი არ ვადანაშაულებ არამედ ის ვიგულისხმე რომ გაკვეთის შემდეგ ბავშვი უკვე გაგუდული ამოიყვანეს თქო... და შესაბამისად მის გადარჩენას ვერავინ შეძლებდა... ჩემმა მეგობარმა სასწრაფოს ექიმმა მომწერა გვლანძღავენ ექიმებსო შენ რომ მასე გიწერიაო და ამიტომ ავხსენი ეხლა ეს... არ შემეძლო ექიმების მხარე არ დამეჭირა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.....

22 წლის ანა ბექაიას რაც დაემართა თრომბოემბოლია ჰქვია მაგ დიაგნოზს.

მზე დაგიბნელდათო შენ და შენს ანგელოზს...  ანა შენ ხომ ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ ხომ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, ბედნიერად უნდა გეცხოვრა დიდხანს, ძალიან დიდხანს შენს მეუღლესთან და კირასთან ერთად.

ბათუმში მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები". ეჰ, ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ღიმილა ოქროს გოგო ანა ბექაია (აწ უკვე გარდაცვლილი მამა მარკოზის შვილი) რომელიც სულ იღიმოდა და ფიქრობდა რომ ბედნიერად და ტკბილად იცხოვრებდა. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. ანას სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენისთანა ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.

რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე...

ანასნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.

მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!" - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×