რეზონანსი
06.11.2023

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირის დღეებთან დაკავშირებით აფრთხილებს:

მისი შეფასებით, თხის რქებისთვის ნაკლებად სტაბილური კვირაა. 

„მართალია, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით გარკვეულ სირთულეებს. არაა გამორიცხული ინტერესთა დაპირისპირების ფონზე სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ საქმიან პარტნიორებთან, რაც ძველი ხელშეკრულებების გადახედვას და გაუქმებას გაიძულებთ. მოერიდეთ ზედმეტად სიტუაციის დაძაბვას, რათა არ მოგიხდეთ საკამათო საკითხების სასამართლოში გარჩევა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და არ ჩაებათ სხვათა კონფლიქტში, რადგან საბოლოოდ ყველა მორიგდება და მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან მაღალია გაუთვალისწინებელი ხარჯის ან დანაკარგის ალბათობა.

თევზებისთვის მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. მართალია, სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ლოიალურობა გარშემომყოფთა მიმართ, რათა არ გახდეთ კონფლიქტის და სერიოზული დაპირისპირების მიზეზი. არ ღირს სხვათა გაკიცხვა, მეგობრების და კოლეგების საქციელისა და სიტყვების შეფასება, რადგან უმეტესობა თქვენს შენიშვნას მხოლოდ აგრესიით უპასუხებს. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების, არასასიამოვნო სიურპრიზებისა და მოულოდნელი სირთულეების ალბათობა“ - ამბობს ცაგარელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×