რეზონანსი
05.11.2023

ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ საბადრაგო სამსახურის სხვა თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა პატიმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიერვე იყვნენ შემოყვანილი - აცხადებს ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატი.

ივერი ნატრიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მისი 5 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორი კი აცხადებს, რომ ნატრიაშვილმა სათანადოდ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა:

„ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა განახორციელა ძალიან მცირე მანძილზე“ - ამბობს პროკურორი ლაშა ამირანაშვილი. მისი თქმით, პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი იყო როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. 

შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამივე მათგანი დაკავებულია.

საბადრაგო ჯგუფის უფროსი კი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×