რეზონანსი
03.11.2023

რას მოუტანს 2023 წლის ნოემბერი თითოეულ ადამიანს, რომელია ამ თვის ყველაზე ხელსაყრელი და წარუმატებელი თარიღები და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ - ასტროლოგების რჩევები

2023 წლის შემოდგომის ბოლო თვე დაიწყო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნოემბერი ბევრი ადამიანისათვის სიცხადისა და გარკვეული ურთიერთობების საბოლოოდ დასრულების ეტაპი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოთ, ადამიანების რეალური სახე დაინახოთ, საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დარწმუნდეთ და განსაზღვროთ, რა გჭირდებათ ბედნიერებისათვის.

თვის ყველაზე რთული დღეებია: 4, 6, 13, 17, 20, 26 ნოემბერი. ამ დღეებში ემოციური არასტაბილურობა და დაუგეგმავი ამბებია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დაგაყენოთ და არჩევანის გაკეთება გაგირთულდეთ.

ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 1, 3, 14, 21, 23, 29 ნოემბერი. აღნიშნულ დღეებში დიდ მოტივაციასა და შემართებას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ყველაფერი იმაზე მარტივად გამოგდით, ვიდრე ფიქრობდით.

რაც შეეხება სრულ თვეს - ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს თვე წარსულის ტრავმებთან კიდევ ერთხელ შეგვახვედრებს და საბოლოო გადაწყვეტილების წინაშე დაგვაყენებს. მიხვდებით, რომ ზოგიერთი საქმის, ურთიერთობის გაგრძელება, ან თავიდან დაწყება შეუძლებელია და საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეთ.

მნიშვნელოვანი პერიოდია საკუთარი სურვილებისა და შინაგანი შიშების შესასწავლად. ახლა შესაძლოა, ზუსტად ამოიცნოთ, რა გიშლით ხელს იმაში, რომ ბედნიერი იყოთ. თვის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, ბევრი რამ გადაფასებული გექნებათ. მიხვდებით იმასაც, რომ ზოგიერთ ადამიანზე გადამეტებულ ყურადღებას გამოხატავთ, ბევრს ფიქრობთ სხვების ინტერესებზე და საკუთარი თავი გავიწყდებათ. ნოემბერი თქვენთვის შესაძლოა, დიდი ტრანსფორმაცია აღმოჩნდეს ერთი მხრივ, წარსულისაგან გათავისუფლების, მეორე მხრივ კი, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების კუთხით.

რა არ უნდა გააკეთოთ 2023 წლის ნოემბერში?

როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა, ნოემბერში ბევრი ემოციური დღე იყოს. წარსულის გახსენებამ შეიძლება, კვლავ იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ და განწყობა გაგიფუჭდეთ. თუმცა, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ამ მდგომარეობაში დიდხანს არ გაჩერდეთ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ხალისი კვლავ დაიბრუნოთ. გაისეირნეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, მოამზადეთ სასურველი კერძი, მიმართეთ იოგას, მედიტაციას - ყველაფერს, რაც სიმშვიდეს განიჭებთ. ნუ უგულებელყოფთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თავადაც გჭირდებათ ემოციებისაგან გათავისუფლება და განტვირთვა. ამიტომაც, ბევრ საკითხზე დაფიქრების პარალელურად, შეეცადეთ, უიმედო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. დასახეთ სამომავლო გეგმები, ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგით.

რა სარგებელს მოგვიტანს ნოემბერი?

ნოემბერი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. შესაძლოა, საბოლოოდ შეხვდეთ ადამიანს, რომელთან ერთადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ. ან არსებული ურთიერთობაში ნახავთ უფრო მეტ ჰარმონიასა და ბედნიერებას. ბევრი ადამიანისთვის ნოემბერი სასიყვარულო ურთიერთობებში სიცხადის შემოტანისა და განვითარების პერიოდი იქნება.

რა უნდა გავაკეთოთ 2023 წლის ნოემბერში აუცილებლად?

ნოემბერში საკუთარ თავს განსაკუთრებული ყურადღებით მოუსმინეთ და ხშირად ჰკითხეთ, რა გინდათ და რატომ. მიჰყევით თქვენს სურვილებს. ახლა ინტუიცია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე. ამიტომაც, თქვენი თავი ზუსტად გიკარნახებთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ და ბედნიერად იცხოვროთ.

ნოემბერში ეჭვების დაძლევისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი გაცილებით უკეთაა განვითარებული. ბევრ ადამიანს მოუწევს, საბოლოოდ თქვას უარი იმაზე, რაც მათთვის ხელსაყრელი აღარაა და აღარც დადებითი ემოციები მოაქვს. მოუსმინეთ საკუთარ თავს, განსაზღვრეთ პრიორიტეტები, დაიწყეთ თქვენი ცხოვრების ახალი თავი და ყოველდღე, დასახულ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდით. ეს თვე გაჩვენებთ, რომ მონდომებასა და შრომისმოყვარეობას აუცილებლად მოაქვს შედეგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×